სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბლაციხის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს ვარსკვლავი გაუხსნეს
06-10-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დასწრებით ფორმატში აქტიურად დაიწყო. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლის დირექტორი ერეკლე ჯიქია სასკოლო საზოგადოებას სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ასევე პედაგოგმა მაია კუტალაძემ პირველკლასელებს ვარსკვლავი გაუხსნა. 

„ვულოცავთ, საქართველოს სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის გაგრძელებას საკლასო ოთახებში. ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებული.
დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა ერეკლე ჯიქიამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა სასწავლო წლის საკლასო ოთახებში გაგრძელება, უსურვა მათ წინსვლა და წარმატებები. მოსწავლეებმა კი პედაგოგებს მიულოცეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე.
ეკო-კლუბის ხელმძღვანელმა მასწავლებებელმა ქ-ნმა მაია ჩხიკვაძემ ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალისტი გუნდის წევრებს გადასცა ჯილდო და საჩუქრები.
დაწყებითი კლასის პედაგოგმა ქ-ნმა მაია კუტალაძემ პირველი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც გულისფანცქალით და მოუთმენლად ელოდნენ ცოდნის დიდ ტაძარში შემობრძანებას საკლასო ოთახში სიურპრიზი მოუწყო, გაუხსნა მომავლის ვარსკვლავი ვარსკვლავ ბიჭებს გაგასა და ანდრიას და უსურვა მათ სწავლითა და განათლებით მუდამ იკაშკაშონ კრიალა ცაზე“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება