სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ღირსეულ მამულიშვილებად აღიზრდებიან 125 წლის ისტორიის მქონე სკოლაში“- ობუჯის თემის N1 სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
06-10-2021
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს, ტორტზე ბავშვების სახელები დაიტანეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

სკოლაში ზეიმი არ ჩატარებულა, თუმცა მასწავლებლებმა რუსუდან მებონიამ და ნათია ნანეიშვილმა მოსწავლეებს დღე გაულამაზეს. 

მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„ობუჯის N1 საჯარო სკოლაში რეალურად დაიწყო მეცადინეობა საკლასო ოთახებში.
პანდემიის გამო სკოლაში ჩვეული ზეიმი არ ჩატარებულა, მაგრამ პირველკლასელებს მაინც საზეიმო ვითარებაში, "ტკბილი" სიურპრიზით შეხვდენ მათი მასწავლებლები რუსუდან მებონია და ნათია ნანეიშვილი.
პატარების გაბრწყინებული თვალები, მათ მიერ მონდომებით ნათქვამი ლექსები საწინდარია იმისა, რომ ისინი კარგად სწავლით გაახარებენ მასწავლებლებს და მშობლებს და ღირსეულ მამულიშვილებად აღიზრდებიან 125 წლის ისტორიის მქონე სკოლაში“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება