სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლაში დასწრებითი ფორმატით სწავლა ნახატების გამოფენა-პრეზენტაციით დაიწყო 
06-10-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 

სკოლაში დასწრებითი სწავლება სამოქალაქო განათლების მასწავლებელის თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით დისტანციური სწავლებისას მომზადებული მშვიდობის კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა-პრეზენტაციით დაიწყო.

მოსწავლეებმა პრეზენტაციის თემად აფხაზეთი აირჩიეს. მათ ამ თემის ირგვლივ ისაუბრეს და ის პირები გაიხსენეს, ვინც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. 

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს. 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სწავლის საკლასო ოთახებში განახლება სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით დისტანციური სწავლებისას მომზადებული მშვიდობის კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა პრეზენტაციით დაიწყო.
დავით ნეფარიძემ, ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა თავიანთი ნამუშევრები აფხაზეთის თემას მიუძღვნეს. მათ ისაუბრეს , თუ რატომ დაინტერესდნენ  ამ თემით.
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ეკატერინე ჭიჭინაძემ ისაუბრა იმ გმირებზე, ვინც თავი შესწირა ამ მხარის დაცვას და სტენდზე აჩვენა მათი პორტრეტები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ჩვენი ნაცნობი სოფლებიდან დაღუპულ პიროვნებეს: დავით კირვალიძესა(ბეთლევი) და დავით კობახიძეს(ხოტევი) , აღინიშნა, რომ ისინი მარადიულ ჭაბუკებად დარჩნენ, გამოითქვა სურვილი მათი ბიოგრაფიის უფრო ღრმად შესწავლის. მშვიდობის კვირეულს მიეძღვნა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება