სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ დაამტკიცეთ, რომ სწავლა არასოდეს წყდება“- ამერიკული საერთაშორისო სკოლა- კოლეჯი „პროგრესის“ გენერალური დირექტორის მიმართვა სასკოლო საზოგადოებას
05-10-2021
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა- კოლეჯი „პროგრესის“ გენერალური დირექტორი/დამფუძნებელი ნინო ჩიკვაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობელებს მიმართავს. 

იგი მასწავლებლებს პროფესულ დღეს ულოცავს. სრულიად სასკოლო საზოგადოებას კი ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს. 

„თქვენ დღეს გილოცავთ ძვირფასო მასწავლებლებო!
მინდა ამ განსაკუთრებულ დღეს მილოცვით და მისასალმებელი სიტყვით მოგმართოთ ყველას! 
ვინც პირველად შეაბიჯა სკოლა “პროგრესში” კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში, სკოლაში, სადაც აკედმიური ხარისხი, მაღალი მოლოდინები, სწავლების ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება  ის  სტანდარტებია, რომლისკენაც სწრაფვამ ჩვენი სკოლა  საქართველოს  საუკეთესო სკოლების რიგში ჩააყენა  და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა.  პროგრესში მოსწავლეები იღებენ ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების განათლებას, რომელიც გამყარებულია მოწინავე ტექნოლოგიებით, ახალი და თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროგრამებით და თანამედროვე სასწავლო კამპუსებით. 

ძვირფასო მასწავლებლებო, მინდა მოგილოცოთ ახალი 2021-2022 სასწავლო წელი და მასწავლებლის საერთაშორისო დღე.  სწორედ თქვენი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის , ბავშვების უანგარო სიყვარულის წყალობით შეძლო ჩვენმა სკოლამ არა ერთი წარმატების მიღწევა. მიუხედავად უპრეცედენტო გამოწვევისა, რომელის წინაშეც მთელი მსოფლიო და მათ შორის, სკოლები აღმოჩნდნენ COVID-19  პანდემიის გამო, თქვენ დაამტკიცეთ, რომ სწავლა არასოდეს წყდება და არასოდეს არ უნდა შეწყდეს.  
       
ძვირფასო მოსწავლეებო, ჩვენ ვამაყობთ თქვენი მიღწევებით და წარმატებებით. მჯერა, თქვენ გრძნობთ იმ გამორჩეულ , სითბოთი და ზრუნვით სავსე გარემოს, რომელიც პროგრესშია შექმნილი.  გახსოვდეთ, სადაც არ უნდა იყოთ სკოლაში, სახლში და რასაც არ უნდა საქმიანობდეთ უკეთესი განთლებისკენ და ცოდნის მიღებისკენ  სწრაფვა  თქვენი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა. თქვენ ამაყად შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი სკოლა ყველგან, საქართველოშიც და უცხოეთშიც . როგორც ყოველთვის, პროგრესი წელსაც სიახლეებს, საინტერესო და  დატვირთულ სასწავლო პროგრამებს  გთავაზობთ.

ძვირფასო მშობლებო, მოხარულები ვართ, რომ აირჩიეთ ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი. გვჯერა,ჩვენი სკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც ბავშვებს თავიანთი უნიკალური ინტელექტუალური, ემოციურ და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის და განვითარების  შესაძლებლობა აქვთ. პროგრესის სასკოლო საზოგადოება, მისი მაღალკვალიფიციური მასწავლებლები და მენეჯმენტი ყოველდღიურად ზრუნავს თქვენი შვილების აკადემიურ წარმატებზე, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე, რაც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის. ოჯახების და საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ყველა სირთულის გადალახვას და ისეთი თაობების აღზრდას, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან სამყაროს.
წარმატებულ და მშვიდობიან აკადემიურ წელს გისურვებთ“,- წერს ნინო ჩიკვაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის”გენერალური დირექტორი/დამფუძნებელი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება