სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისთვის დასაჩუქრდა
05-10-2021
-
+


ედნარ დიასამიძის სახელობის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მარჯანმა“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ წარუდგინა, რომლებიც გლობალური გამოწვევების საპასუხოდ განახორციელეს. 

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბმა სასკოლო პრემიაში საჩუქრად თბილისის ზოოპარკის ბიომრავალფეროვნების თემაზე საგანმანათლებლო მასალები მიიღო. 

„2021 წლის 28 სექტემბერს, მწვანე მომხმარებლის მსოფლიო დღეს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალის მონაწილე 30 სკოლის ეკოკლუბებმა, ჟიურის და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც მათ, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებსა თუ მთის პატარა სოფლებში განახორციელეს. მათ შორის სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მარჯანი" მონაწილეობდა, რომელსაც ხემძღვანელობს ელზა მაკარაძე. კლუბმა პრიზად მიიღო თბილისის ზოოპარკის ბიომრავალფეროვნების თემაზე საგანმანათლებლო მასალები, ასევე წამახალისებელი საჩუქრები. წარმატებას ვუსურვებთ ბავშვებსა და პედაგოგს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება