სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ისევ გაისმა ყველასთვის ნანატრი ზარის ხმა“- თბილისის N143 სკოლაში მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
05-10-2021
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

„გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას!
4 ოქტომბერს, 143-ე საჯარო სკოლასში ისევ გაისმა ყველასთვის ნანატრი ზარის ხმა!
სუფთა და კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებში განახლდა სწავლა!
სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მანდატურებმა, პანდემიის რეგულაციის წესების ზედმიწევნით დაცვით მიიღეს მოსწავლეები.
ვულოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს! გამორჩეული და დაუვიწყარი ეტაპია მათ ცხოვრებაში. ერთად ვეცდებით გავულამაზოთ სკოლის წლები, რათა როგორც დღეს, ასე სწყუროდეთ სწავლა და უყვარდეთ სკოლა!
ყველამ, საზეიმო განწყობით და ჩაცმულობით, მოლოდინით აღსავსე თვალებით შემოაბიჯეთ სკოლაში.
ბუშტებით საუცხოოდ მოვრთეთ სკოლა და გულთბილი მისალმებით შეგხვდით! გვაბედნიერებს თქვენი ღიმილი და აღტაცება!
გვჯერა, თქვენი კარგი სწავლით ჩვენს სკოლას შეუნარჩუნებთ სახელს და არ დაგავიწყდებათ პირველი წარმატების ადგილი!
ყველა მოსწავლეს გისურვებთ მშვიდობიან, ხალისიან სასწავლო წელს, მრავალი სასარგებლო სასკოლო პროექტების განხორციელებას, უხილავი მტრის,პანდემიის დამარცხებას საინტერესო იდეებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას!
ჩვენ ვიწყებთ სწავლას შემართებით“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება