სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭახათის საჯარო სკოლაში რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ
05-10-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში  სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს იღებენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სანამ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებოდნენ, ჭახათის საჯარო სკოლამ მათთვის ინფორმაცია გაავრცელა:

„2021 წლის 4 ოქტომბრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. დაცული იქნება სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
მოსწავლეები ისევ ისარგებლებენ ტრანსპორტის მომსახურებით. მოსწავლეები გაივლიან თერმოსკრინინგს როგორც ტრანსპორტში ჩაჯდომამდე, ასევე სკოლაში შესვლამდე. 
ყველა მასწავლებელმა გაიარა ტესტირება .
• სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით: დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით.
• სკოლაში სწავლება კლასების მიხედვით ერთცვლიანია. სწავლა იწყება დილით 09:00 სთ. გაკვეთილების ხანგძლივობა 1 კლასისთვის -  35 წთ, მე-2 კლასისთვის - 40 წთ, მე-3- მე-12 კლასებისათვის 45  წთ. გაკვეთილებს შორის დასვენების ხანგძლივობა - 5 წთ, დიდი დასვენება -  10 წთ.   
• სკოლაში შემოსვლელ მოსწავლეებს, მასწავლებლებს  და თანამშრომლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. 
• სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია სკოლის წყალმომარაგებაზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე;
• სკოლის სველი წერტილები (საპირფარეშო, წყლის ნიჟარა) უზრუნველყოფილია  თხევადი საპნის,  ხელის საშრობი და ტუალეტის ქაღალდის მარაგით; 
• საქართველოს მთავრობის  მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის  პერსონალი სრულად დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით გადის პერიოდულ ტესტირებას.
• აღნიშნული პროცესების მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია სკოლის       სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული  პასუხისმგებელი პირი.
• ყველა კვირის ბოლოს დამრიგებლები დაუკავშირდება მშობლებს და გააცნობს მოსწავლეთა მიმდინარე შედეგებს.
სასწრაფო საკითხების  მოგვარების შემთხვევაში დამრიგებლები მყისიერად დაუკავშირდება მშობლებს.
• 2021-2022 სასწავლო წელს პირისპირ სწავლების პირობებში სკოლაში პირბადით უნდა გამოცხადდნენ როგორც დაწყებითი (I-IV) კლასების, ისე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:
ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37.0 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში.
ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას.
უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.
სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.
დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინშეხვედრებს.
კვება სკოლის შენობაში – ვინაიდან სკოლის შენობაში არ ფუნქციონირებს ბუფეტი რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით (სურვილის შემთხვევაში)“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება