სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხიის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულ ანა ჩუბინიძის წარმატება ახარებთ
05-10-2021
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში თავიანთი კურსდამთავრებულების განვითარებასა და წინსვლას აქტიურად აკვირდება. 

აღსანიშნავია, რომ ციხიის სკოლა საბაზო საფეხურისაა, სწორედ ამიტომაც ამ სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლებში აგრძელებენ.

ამჯერად, კურსდამთავრებულის ანა ჩუბინიძის წარმატებით ხარობენ, რომელმაც 50% სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლა ინტერესით აკვირდება ჩვენდამი რწმუნებული სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთა განვითარების პერიოდს და სიხარულს გამოხატავს მოსწავლეთა მიღწევებისა და წინსვლის შესახებ. წელს ანა ჩუბინიძის წარმატებებმა გაგვახარა. თავადაც აისრულა ოცნება და ჩვენი მოლოდინიც გაამართლა. გვახარებს, რომ მან 50%-იანი გრანტი მოიპოვა და ჩაირიცხა თავის რჩეულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ანა ყოველთვის ბეჯითი, საზრიანი და აქტიური მოსწავლე იყო. ის, როგორც ყველა ბავშვი, ბედნიერი, საინტერესო და წარმატებული მომავლის ღირსია. 
ამდენად, დავულოცავთ მას გასავლელ გზებს და ვუსურვებთ დაბრკოლებების იოლად და საინტერესოდ დაძლევას, სილაღეს, ყოველივე სიკეთესა და ჯანმრთელობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება