სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N24 საჯარო სკოლაში ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავენ
05-10-2021
-
+


თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა. სკოლაში ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავენ.

სკოლის დირექტორი წერს იმ წესებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელთა დაცვაც სკოლის შენობაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მოუწევთ.

იგი სწავლის დაწყებას განსაკუთრებულად პირველკლასელებს ულოცავს.

„მოგესალმებით პატივცემულო მშობლებო, ჩვენო მოსწავლეებო და კოლეგებო!
პირველ რიგში, მინდა მივულოცო სწავლის დაწყება ჩვენს პირველკლასელებს და მათ მშობლებს. ვუსურვო ურყევი ჯანმრთელობა და წარმატებები ცხორების დიდი გზის პირველივე ნაბიჯებიდან.
როგორც მოგეხსენებათ, პანდემიური სიტუაციის გამო ისევ სპეციალურ პირობებში გვიწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. 
მშობლებს ისევ აქვთ საშუალება აირჩიონ სწავლების ფორმა პირისპირ ან დისტანციურად. ეს უნდა მოხდეს ხუთშაბათობით, რის საფუძველზეც ორშაბათობით მზად დაგხვდებათ ადგილი თქვენს მიერ არჩეულ რეჟიმში სწავლის გასაგრძელებლად. 
პირბადის ტარება აუცილებელია ყველასთვის. 
სკოლაში შემოვლენ მხოლოდ მოსწავლეები. 
მშობლების, სკოლის სტუმრების ან სხვა პირების შემოსვლა სკოლაში მოხდება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებით, გადაუდებელი აუცილებლობისას, პირბადით, თერმოსკრინინგის და დეზობარიერის გავლით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
სკოლაში განთავსებულია სტაციონალური სანიტაიზერები.
მასწავლებლებს და მანდატურებს ხელთ აქვთ სადეზინფექციო საშუალებები.
მასწავლებლების დიდი უმრავლესობა აცრილია, მათ დღეს 1 ოტომბერს გაიარეს ტესტირება და მზად არიან მოსწავლეთა მისაღებად.
სკოლაში კვირას, 3 ოქტომბერს ჩატარდა დეზინფექცია.
მშობლებს გთხოვთ შეხსენოთ შვილებს, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დეზინფექცია და ფიზიკური კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა.
შეახსენეთ, რომ გაუფრთხილდნენ პირბადეს. მისი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ მოგვმართონ, რათა მიიღონ პირბადე და იყვნენ დაცულები.
კიდევ ერთხელ გილოცავთ!“,- წერს სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება