სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N12 სკოლის პედაგოგი ნანა გალდავა პროექტისთვის - Our Color and We ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა
05-10-2021
-
+


ფოთის N12 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, ნანა გალდავამ პროექტისთვის - Our Color and We eTwinning-ის ხარისხის ნიშანი დაიმსახურა. პროექტი სამი თვე გრძელდებოდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეები გაცნობოდნენ სხვა ქვეყნებს და მათ კულტურას, შეესწავლათ თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება, გაეგოთ გუნდური მუშაობის მნიშვნელობა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობდნენ მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები: მარიამ ჩანგელია, მარიამ ძაგანია, ანა ჩიქობავა, თინა გოგოლაძე, ანჯელიკა ჩხენკელი, მარიამ ქორჩილავა და მარიამ გეგელია. პროექტში ჩართული იყო 5 ქვეყანა და 13 პარტნიორი სკოლა - საქართველო, თურქეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ჩეხეთი. პროექტის განმავლობაში პლატფორმა - zoom-ის გამოყენებით არაერთი ონლაინ შეხვედრა დაიგეგმა. 

„მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, ლოგოები, გადაიღეს ვიდეო, სადაც ისინი ტრადიციულ კერძს ამზადებდნენ, აღნიშნეს მედიაწიგნიერების დღე, შექმნეს კალენდარი, წარადგინეს თარგმნილი გამორჩეული ანდაზები, შექმნეს აკროსტიქი Our Color and We და ბოლოს შემოგვთავაზეს ერთობლივი მუშაობის ამსახველი კოლაჟი. პროექტის მანძილზე მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს ინტერნეტრესურსები, როგორიცაა: canva, padlet, you tube, bookcreator.com და სხვები. პროექტი ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ჩვენი სკოლის მოსწავლეთათვის, მათ სპეციალური სიგელები გადაეცათ. მუშაობას სხვადასხვა პროექტებზე მოსწავლეები კვლავ აგრძელებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება