| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. COVID-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ სკოლის დირექციამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას მიმართავს და მათთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს.
„სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ! 4 ოქტომბერს, ჭალოვანის საჯარო სკოლამ, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო. გვინდა, სასკოლო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მასზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებული სანიტარული-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ერთ ცვლაში, სწავლა იწყება 9:00 საათზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა III-XII კლასებში 40წთ.I-II კლასში 30წთ. გაკვეთილებს შორის შესვენება 5წთ; სკოლა უზრუნველყოფილია თერმომეტრებით, დეზობარიერებით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით და ხსნარებით; უზრუნველყოფილია თერმოსკრინინგი; სკოლას საკმარისი რაოდენობით აქვს დეზობარიერების, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი სითხეები, ხელის სადეზინფექციო სითხეების მარაგი, თერმომეტრები, პირბადეები, საიზოლაციო ოთახი. სრულიად გამართულია წყალმომარაგების სისტემა; უზრუნველყოფილია ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა პირბადით, დეზობარიერების გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ; სკოლაში პირბადით უნდა გამოცხადდნენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია მშობელმა უნდა გაითვალისწინოს: ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსის და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში. ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას. უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში. სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა. დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს. მოსწავლეთა მშობლების სურვილის შემთხვევაში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდგომ სკოლისგან მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით (გაკვეთილების ჩატარების დრო, მასწავლებლების ვინაობა)“, - ნათქვამია დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად