სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლა უსაფრთხო გარემოში, რეგულაციების დაცვით, განახლდა
04-10-2021
-
+



მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის სასკოლო ოთახებში დაწყებასტან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოებას მიმართავს. 

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, ყველა შესაბამის რეკომენდაციასა და რეგულაციას იცავენ. 

სკოლა ულოცავს სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის სკოლის შენობაში განახლებას და მშვიდობიან სასწავლო წელს უსურვებს.

„პატივცემულო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, 4 ოქტომბერს დილის 09-00 საათზე სასწავლო პროცესი განახლდა საკლასო ოთახებში. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა მზად არის უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს სწავლის პროცესი რეგილაციების სრული დაცვით. სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არის უზრუნველყოფილი სპეციალური აღჭურვილობით: დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო ხსნარებით, მოწესრიგებულია სველი წერტილები. სკოლაში მკაცრად გაკონტროლდება უცხო პირთა გადაადგილება. განსაზღვრულია პირები, რომლებიც გააკონტროლებენ პირბადის ტარებას და რეგულაციების დაცვას. კორონა ვირუსის შემთხვევების პრევენციისა და დროულად გამოვლენის მიზნით სკოლის თანამშრომლები გაივლიან პერიოდულ ტესტირებას. ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ ყურადღებით გააკონტროლოთ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსწავლის ტემპერატურის 37 გრადუსი და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გამოუშვათ სკოლაში და შეატყობინეთ სკოლას. სკოლიდან ცხელების შეტყობინების შემთხვევაში დროულად უზრუნველყოთ სკოლიდან ბავშვის წაყვანა. უზრუნველყოთ შვილები პირბადეებით. გთხოვთ იყოთ მუდმივ კონტაქტზე სკოლასთან. ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება