| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა. სკოლაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ.
სკოლაში იზრუნეს მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზეც, დირექციამ პირველკლასელებს საჩუქრები დაახვედრა.
„არეშფერანის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებას. ყველა მოსწავლეს უსურვებს წინსვლად და კეთილდღეობას. არეშფერანის სკოლის დირექციამ სიმბოლურად სკოლაში მოსულ პირველ ბავშვებს - პირველკლასელებს საჩუქრები დაახვედრა. ამასთან ერთთად ათოსან მოსწავლეს - ასლან შაინიძეს სკოლის დირექტორმა გადასცა სიმბოლური საჩუქარი. ეს იქნება სხვა მოსწავლეებისთვის მოტივაცია და იმედია უფრო მეტად გაუღვივებს სწავლის მოტივაციას“,- ნათქვამია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად