| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N144 საჯარო სკოლაში 4 ოქტომბერს მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სკოლის თანამშრომლებმა თავდაუზოგავად იმუშავეს.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „აქვა პოინტმა“ 15 სექტემბერს გეგმიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა; 3 ოქტომბერს სწავლის საკლასო ოთახებში განახლების წინ იგივე ღონისძიება კვლავ გატარდა; ასევე, პედაგოგების უმრავლესობა უკვე აცრილია და COVID-19-ზე გეგმიური ტესტირებაც ჩაუტარდათ.
უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, სკოლის ადმინისტრაციამ და ტექნიკურმა სამსახურმა ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა: სკოლა სრულადაა აღჭურვილი ელექტრო თერმომეტრებით, დეზობარიერებით, სანიტაიზერებითა და სადეზინფექციო სითხეებით. დასუფთავდა სკოლის ყველა საკლასო ოთახი, სველი წერტილი და დერეფანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად