სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N1 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა
04-10-2021
-
+


მარნეულის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის სკოლაში განახლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად მოემზადა. სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა.

სკოლის ადმინისტრაცია სასკოლო საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ამომწურავად აწვდის:

„მოგესალმებით, ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო! მარნეულის N1 საჯარო სკოლამ 4 ოქტომბრიდან სასკოლო სივრცეში, განაახლა სასწავლო პროცესი. სკოლის ადმინისტრაცია გაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მასზედ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სკოლაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, გათვალისწინებულია ყველა რეგულაცია, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები: სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით; სკოლის შემოსასვლელში განთავსებულია სპეციალური დეზობარიერი; სკოლის ორივე სართულზე დამაგრებულია ხელის სანიტაიზერი. სანიტაიზერებით და ყველა საჭირო რესურსით/ინვენტარით აღჭურვილია აგრეთვე სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, საიზოლაციო ოთახი და დაწყებითი კლასების ყველა საკლასო ოთახი; სკოლის სველი წერტილები აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს.

სასწავლო პროცესის ორგანიზება:

სასწავლო პროცესი სკოლაში წარიმართება 2 ცვლაში: პირველი ცვლის საკლასო ჯგუფები (პირველი, მე-5,მე-6,მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები) სწავლას იწყებენ 09:00 საათზე; მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდებიან 08:45-ზე.

მეორე ცვლის საკლასო ჯგუფები (მე-2,მე-3,მე-4კლასები) სწავლას იწყებენ 13:00 საათზე; მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდებიან 12:45-ზე.

სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე სკოლის პერსონალის მიერ მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი; რის შემდეგაც ისინი გაივლიან სპეციალურ დეზობარიერს, ჩაიტარებენ ხელების დეზინფექციას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაადგილდებიან სკოლის შენობაში.

სკოლის პერსონალი და I-XII კლასის მოსწავლეების ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე, როგორც სკოლის შენობაში, ასევე სკოლის ტერიტორიაზე.

საინტერესო და საჭირო ინფორმაცია:

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სკოლის პერსონალმა სრული შემადგენლობით გაიარა სავალდებულო ტესტირება, შედეგად არც ერთი დადებითი პასუხი არ დაფიქსირდა.

Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, სკოლის პერსონალი, დადგენილი ინტენსივობით(ყოველ მე-5 დღეს) გაივლის ტესტირებას;

ძვირფასო მშობლებო, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

1. ყურადღებით გაეცნოთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას;

2. სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გამოუშვათ სკოლაში;

3. ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინეთ სკოლას;

4. უზრუნველყავით მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;

5. სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან გაყვანა;

მშობლებთან კომუნიკაციისთვის რეკომენდებულია დისტანციური კონტაქტის საშუალებების გამოყენება.

ყველა მშობელს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას სკოლის ელექტრონულ მისამართზე ან სოციალური ქსელის საშუალებით დისტანციურად;

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ყველა მოსწავლეს, მშობლების სურვილის შემთხვევაში, აქვს საშუალება აირჩიოს დისტანციური სწავლება და ყოველი მომდევნო კვირის ხუთშაბათ დღეს, 18 საათამდე, დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ხუთშაბათ დღეს 18.00 საათამდე გააუქმოს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შესაბამისი საგაკვეთილო განრიგის/ცხრილის შედგენას და ონლაინ რეჟიმში, საგანმანათლებლო პლატფორმა Teams-ში გაკვეთილების ჩატარებას. დისტანციური სწავლების ფორმის არჩევა შეგიძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთელ კლასს. კლასის მშობელთა 60%-ზე მეტის სურვილის შემთხვევაში, მთელი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებას“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განაცხადების მიღება დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ

დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება