სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისი საქმიანობა უამრავ წარმატებას ითვლის“- თბილისის N37 სკოლის ადმინისტრაცია ფიზიკის უფროს მასწავლებელს - ადელაიდა ნიკოლაიშვილს სიამაყით გვაცნობს
04-10-2021
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლაში უამრავი ღირსეული პედაგოგია, რომლებიც მომავალი თაობის აღსაზრდელად თავდაუზოგავად შრომობენ. სკოლის ადმინისტრაცია საზოგადოებას  ფიზიკის უფროს მასწავლებელს - ადელაიდა ნიკოლაიშვილს დიდი სიამაყით აცნობს.

პედაგოგი მოსწავლეებს უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ფიზიკის საიდუმლოებებს აზიარებს. იგი ასევე, ფიზიკის მიმართულებით უამრავი სახელმძღვანელოს თანაავტორი და მთარგმნელია.

„თბილისის N37 საჯარო სკოლა სიამაყით წარმოადგენს ფიზიკის უფროს მასწავლებელს, ქალბატონ ადელაიდა ნიკოლაიშვილს, რომელიც ათეული წლებია ფიზიკის მეცნიერების საიდუმლოებას აზიარებს აღსაზრდელ თაობებს. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, მისი საქმიანობა უამრავ წარმატებას ითვლის: წლების განმავლობაში რუსულ ენაზე გამოცემული არაერთი ფიზიკის სახელმძღვანელოს თანაავტორი და მთარგმნელია, ფიზიკის თემაზე მისი ავტორობით მრავალი ბროშურა და სტატიაა დაბეჭდილი. 2020 წელს ქალბატონი ადელაიდა ჩართული იყო მე-7 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს სარედაქციო ჯგუფში, მან რუსულ ენაზე შექმნა  მასწავლებლის წიგნი და თარგმნა აღნიშნული კლასის ფიზიკის სახელმძღვანელო რუსულ ენაზე. წარმატებები ქალბატონ ადელაიდას“ , - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება