სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ორგანიზებით წყალტუბოში მასწავლებლის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
04-10-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივითა და ორგანიზებით მასწავლებლის დღე წყალტუბოში განსაკუთრებულად აღინიშნა.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ქალთა საბჭოს მხარდაჭერით და თეთრა მღვიმის დირექტორის ხელშეწყობით მოეწყო. შთამბეჭდავ საღამოზე, ასევე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, დალი სილაგაძის ლექსების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ფაქიზო ფანჩულიძემ ქალთა საბჭოს სამადლობელი სიგელები გადასცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს  სამადლობელი სიგელები გადასცა და ამავდროულად დაასახელა ხუთი ქალბატონი, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტიდან, საქართველოს ქალთა საბჭოს შემადგენლობაში წარსადგენად.

„მასწავლებლის დღე მეტად შთამბეჭდავად და ორიგინალურად აღინიშნა ქალაქ წყალტუბოში. წყალტუბოს ქალთა საბჭოს თავჯდომარის და ამავდროულად ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ქალთა საბჭოს მხარდაჭერით და თეთრა მღვიმის დირექტორის ბატონ გიორგი ტყაბლაძის ხელშეწყობით. ქალბატონმა ფაქიზომ აღნიშნა, რომ როგორც ლიდერი, მუდამ ცდილობს პოზიტიური ურთიერთობების განმტკიცებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. მისი, როგორც ლიდერის, დამსახურებაა ტრადიციად დამკვიდრებული მასწავლებელთა დღეების თბილად აღნიშვნა სკოლაში. ყველა მასწავლებლისადმი მიძღვნილი ლექსის ავტორად კი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძეა, რომლის ლექსების (მასწავლებელთა თანადგომით გამოცემული წიგნის) პრეზენტაციაც გაიმართა აღნიშნულ საღამოზე. ბევრი თბილის სიტყვა ითქვა ქალბატონი დალის და ზოგადად მასწავლებლის პროფესიის მისამართით. შთამბეჭდავ საღამოს ესწრებოდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პედაგოგები, სკოლის ხელმძღვანელები, გაზეთ „წყალტუბოს“ რედაქტორი მ. კანკაძე, ახლახან არჩევნებში გამარჯვებული წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტია „ქართული ოცნებიდან" ქალბატონი ხათუნა მაღლაკელიძე, დალი სილაგაძის ოჯახის წევრები, წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და დალი მასწავლებლის წიგნის რედაქტორი ოქროპირ სვანაძე. ღონისძიების დასასრულს ფ. ფანჩულიძემ ქალთა საბჭოს სამადლობელი სიგელები გადასცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და ამავდროულად დაასახელა ხუთი ქალბატონი, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტიდან, საქართველოს ქალთა საბჭოს შემადგენლობაში წარსადგენად“, - აღნიშნულია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება