სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ სამხატვრო სკოლაში ქართულ-უკრაინული გამოფენა გაიმართა
04-10-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის სამხატვრო სკოლაში ქართულ-უკრაინული გამოფენა გაიმართა.

გამოფენაში სკოლა „პროგრესის“ ხელოვნების პედაგოგი ნატალია დაბიჟა და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

უკრაინელმა მხატვრებმა მოსწავლეების ნამუშევრები ხარკოვში, ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად წაიღეს.

სკოლა წარმატებას უსურვებს პედაგოგსა და მის მოსწავლეებს. 

„30 სექტემბერს,  ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში ქართულ-უკრაინული გამოფენა გაიმართა.
როგორც  გამოფენის მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს ნაბიჯი ერთგვარი  ხიდია ორ ქვეყანას შორის, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დაახლოებს ქართველ და უკრაინელ მხატვრებს, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმოადგენლებს.
გამოფენაში ჩართული იყვნენ  ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა  "პროგრესის" ხელოვნების პედაგოგი ნატალია დაბიჟა და მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა მხატვრებმა სამხატვრო სასწავლეების მოსწავლეების ნამუშევრები ხარკოვში, ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად წაიღეს, სადაც ჩვენი მხატვრები საპატიო სტუმრად იქნებიან მიწვეული. 
 გამოფენაზე ასევე აღინიშნა, რომ მომავალში  უკრაინელი და ქართველი მხატვრების საერთო პლენერი  გაიმართება. 
"პროგრესის" ბათუმის ფილიალის დირექცია წარმატებას უსურვებს პედაგოგ ნატალია დაბიჟასა და გამოფენის მონაწილე "პროგრესის" მოსწავლეებს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება