| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის - ანნა სარკისიანმა, რევიკ ირიციანმა, ჰარუთიუნ ბიჩახჩიანმა და ამალია ხოდერიანმა ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ნინოწმინდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 77 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად