სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორხვის, ტვიშისა და ალპანის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები საინტერესო ტრენინგში მონაწილეობდნენ
01-10-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ორხვის, ტვიშის და ალპანის საჯარო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა მნიშვნელოვან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის თემა იყო - პორტფოლიოს შექმა. ტრენინგს კახაბერ ჩაკვეტაძე უძღვებოდა.

აღნიშნული ტრენინგი ალპანის საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ალპანის, ტვიშისა და ორხვის საჯარო სკოლის დირექტორები - მაია ჩაჩხიანი, დარეჯან ლაკვეხელიანი და თამილა მეგრელი.

„სასკოლო ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ ჩვენზე! აქვს დიდი დადებითი ემოციური დატვირთვაც! ძალიან მნიშვნელოვანია თავისი მიზეზით და მიზნით! საოცარი და უნიჭიერესი ადამიანის აღმოჩენითაც გვამახსოვრებს თავს! აი, ასეთი დღე იყო 2021 წელი 30 სექტემბერი. სკოლაში სტუმრად გვყავდა უნიჭიერესი ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე. ბატონმა კახამ ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი, მოდულის სახელწოდება - პორთფოლიოს შექმნა. პედაგოგები გაეცნენ პორტფოლიოს არსს, მნიშვნელობას და დანიშნულებას, პორთფოლიოში განსათავსებელ მასალებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემას და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტს. უღრმესი მადლობა ბატონო კახა, მეტად საინტერესო, დროული და მიზნობრივი ტრენინგისათვის. თქვენ ჩვენი აღმოჩენა ხართ! ეს შეხვედრა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისიდაც, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ტვიშის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი დარეჯან ლაკვეხელიანი და ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი“, - აღნიშნულია ალპანის საჯარო სკოლის დირექტორის, მაია ჩაჩხიანის განცხადებაში.

ორხვის საჯარო სკოლის დირექტორმა შეხვედრის მნიშვნელობასა და სკოლათა შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და მადლობის წერილი გაავრცელა:

„ეს შეხვედრა იყო ნიმუში, სკოლათა შორის თანამშრომლობისა მასწავლებელთა პროფესიული ზრდა განვითარების თვალსაზრისით. მადლობა მათ, ჩვენთან თანამშრომლობის ნების გამოხატვისათვის“, - წერს დირექტორი თამილა მეგრელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება