სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
30-09-2021
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“  წარმატებით იასპარეზეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში 9 მოსწავლე -  ლაშა თოდუა, ლიზი ლაგვილავა, გიგა ფიფია,
ანანო ბეკვერია, სულხან შანავა, ლუკა ხუფენია, მარიამ ცქიტიშვილი, სალომე თოდუა და ნინო ქირია მონაწილეობდა, მათგან - 5 მოსწავლე - ანანო ბეკვერია (VIII კლასი), ნინო ქირია (VIII კლასი), გიგა ფიფია (VIII კლასი), ლუკა ხუფენია (VIII კლასი) და
სულხან შანავა (VIII კლასი) კონკურსის II ეტაპზე გადავიდნენ და „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.

30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 75 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 05 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება