დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ბარბარე გოგალაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
28-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, მეოთხეკლასელმა, ბარბარე გოგალაძემ izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.