სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავუფრთხილდეთ ჩვენს, ასევე სხვების სიცოცხლეს და აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“-  ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგები აიცრნენ
28-09-2021
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, მზადაა, სასწავლო პროცესმა, რეგულაციების დაცვით, სკოლაში გადაინაცვლოს.

სკოლას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეწვია. პედაგოგებმა ამომწურავი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთეს.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული თითოეული რეგულაციის დაცვა მნიშვნელოვანია.  უპირველესი გარანტორი კი ამ მხრივ, ვაქცინაციაა, რასაც ადასტურებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ვაქცინაციის მიმართ ჯერ კიდევ აქვს შიშის სინდრომი და ვერ გადაუწყვეტიათ აცრა. ვფიქრობ, ვირუსის ფატალური შედეგის შიში უფრო უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინაციის.

კორონავირუსის შესახებ სოფელ ყარაჯალის მოსახლეობას ინფორმაცია უშუალოდ მიაწოდა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ქალბატონმა მაია რუხაძემ, რომელიც გვესტუმრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქალბატონ თეა ახვლედიანთან და პარლამენტარ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად.  

სოფელს, ასევე წილად გვხვდა პატივი და 25 სექტემბერს გვეწვია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გენერალური დირექტორის, ბატონ ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით. დამსწრეებმა, მათ შორის, სკოლის დამსწრე პედაგოგებმა ისარგებლეს შემთხვევით და ადგილზევე ჩაიტარეს აცრა.  

სკოლა მადლობას უხდის ყველას ყურადღებისათვის, მათ შორის, ბატონ ამირან გამყრელიძეს მოსახლეობის ამომწურავი ინფორმირებისა და ადგილზე მომსახურებისათვის. 

იმისათვის რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების, კერძოდ, კომუნიკაციის ჩვეულ რიტმს და ბავშვები დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ასევე სხვების სიცოცხლეს და აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება