სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვცდილობთ, ჩვენს სკოლაში აღიზარდოს ბატონი ჟიულის დარი ახალგაზრდები“ - სენაკის N2 სკოლაში ჟიული შარტავას განსაკუთრებულად იხსენებენ
28-09-2021
-
+


ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლისთვის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, განსაკუთრებით მტკივნეულია. სკოლა ხომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახლს ატარებს. ამ დღეს სკოლაში ეროვნულ გმირს განსაკუთრებულად იხსენებენ. 

„დღეს 27 სექტემბერია, თითოეული ქართველის დიდი გულის ტკივილის დღე... ჩვენ, მე-2 სკოლელები, განსაკუთრებით ვგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, რადგანაც ყოველწუთიერად გვაქვს შეხება დიდი ქართველის, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელთან, გმირისა, რომელმაც ყველაზე უძვირფასესი-სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და დაგვიტოვა ბრწყინვალე მაგალითი ბრძოლისა და თავდადებისა, გმირობისა და პატრიოტიზმისა.

ჩვენ, ეროვნული გმირის სახელობის სკოლის წარმომადგენლები განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ვესათუთებით მის სახელს და ვცდილობთ ჩვენს სკოლაში აღიზარდოს ბატონი ჟიულის დარი ახალგაზრდები“,- ნათქვამია სკოლის წერილში. 

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. 

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 5 ათასი ქართველი ჯარისკაცი და 8 ათასი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 400 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი - უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემის დღეს, რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება