სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა - კოლეჯ „პროგრესში“ არაფორმალური განათლების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა 
27-09-2021
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ არაფორმალური განათლების აქტიური მხარდამჭერია. სკოლაში 23 სექტემბერს მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო კლუბის მენეჯერებმა არსებული კლუბების პრეზენტაციები გამართეს.

„არაფორმალური განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს სკოლაში, რის განვითარებაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. 23 სექტემბერს ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კლუბის მენეჯერებმა გააკეთეს არსებული კლუბების პრეზენტაციები მოსწავლეებთან. ინტელექტუალური კლუბი რა? სად? როდის? III-VI კლასელებისთვის; ინტელექტუალური კლუბი რა? სად? როდის? VII-XII კლასელებისთვის. კლუბი ხელს უწყობს: ინტელექტუალური დონის ამაღლებას; წიგნიერებისა და ცოდნის წახალისებას; მოსწავლეების მოტივირებასა და ნიჭიერთა წარმოჩენას; მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოვებას; ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდას; მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელისშეწყობას; კონცენტრირების, სისხარტის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარების განვითარებას; დებატების კლუბი VII-XII კლასელებისთვის. კლუბი ხელს უწყობს: არგუმენტირებული კამათის კულტურას, კრიტიკულ აზროვნებას,სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებისა და საჭირო მასალებისა თუ  ინფორმაციის მოძიების უნარებს; მედია კლუბი, კლუბი ხელს უწყობს: წერითი უნარების გაუმჯობესებას; ვიდეო-აუდიო მასალების შექმნის უნარების გაუმჯობესებას; დროის მენეჯმენტის, დაგეგმვის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას.  გაცნობებთ, რომ კლუბებში რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 სექტემბრის ჩათვლით“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება