სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გორში „ეტალონს“ დიდ ოჯახს ეძახიან
29-01-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

საგანმანათლებლო პროექტის შემოქმედებითი გუნდი „ეტალონის“ ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს.

ღონისძიების დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი, ინოვაციური პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გორის N3 საჯარო სკოლაში გამართა.

უშუალოდ შეჯიბრის დაწყებამდე, 2016-2017 სასწავლო წლის „გორის ეტალონ მოსწავლეს“ ლალი მაზანაშვილსა (ზერტის სკოლა) და „ქალაქ გორის ეტალონ მოსწავლეს“(გორის N2 სკოლა) გიორგი გიორგაძეს თავიანთი სკოლების ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარები გადაეცათ. ზერტისა და გორის N2 საჯარო სკოლას კი  „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით
 
ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში გორის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ. 

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი, განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიძე, რესურსცენტრის უფროსი თამარ გოგლიძე, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გორში „ეტალონს“ დიდ ოჯახს ეძახიან. 

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „გორის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.





































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება