სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ რეზიკო, გისურვებთ გამარჯვებას“-​ სუხჩის საჯარო სკოლა ყოფილ მოსწავლეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეულ წარმატებას ულოცავს
24-09-2021
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლის ყოფილმა მოსწავლემ რეზიკო ჯანელიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწია.

მან პირველ ეტაპზე 80 ქულა მოიპოვა და „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.

სუხჩის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურისაა, რეზიკო ჯანელიძეც სწორედ ამიტომ გადავიდა მუნიციპალიტეტის სხვა სკოლაში.

სუხჩის სკოლა ამაყობს თავისი ყოფილი მოსწავლის მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„ჩვენ პატარა სკოლა ვართ, მაგრამ გვაქვს წარმატებები, რომელსაც ხშირად არ ვასაჯაროებთ. ჩვენი სკოლიდან წასული მოსწავლეები, რაიონის სკოლებში გადასულები, წარმატებებს აღწევენ. ჩვენი ყოფილი მოსწავლე რეზიკო ჯანელიძე, რომელიც სწავლობს ხონის მე-2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური წარმატებით გადალახა. მიიღო 80 ქულა და სერტფიკატი. გილოცავთ რეზიკო, გისურვებთ მეორე ტურში გამარჯვებას“,- წერს სუხჩის საჯარო სკოლა.

22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება