სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედაგოგების 80% აცრილია და ვფიქრობ, დეკემბრამდე ეს მაჩვენებელი 95%-მდე აიწევს“-ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორი
23-09-2021
-
+


ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბერს განახლდა. სავარაუდოდ, მოსწავლეები და პედაგოგები საკლასო ოთახებს 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან, თუმცა იმ ფონზე, რომ ინფიცირებულ პირთა რაოდენობა კვლავ მაღალია, არსებობს საფრთხე, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემო სათანადოდ უზრუნველყოფილი ვერ იქნება; უნდა განახლდეს თუ არა 4 ოქტომბერს სკოლებში სწავლა? - ამ კითხვით etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლის დირექტორს რამიზ მამედალიზადს დაუკავშირდა.

დირექტორის თქმით, სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება აუცილებლია და იმედს იტოვებს, რომ მოსწავლეები სკოლას 4 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

„სწავლის საკლასო ოთახებში განახლება აუცილებელია. სკოლისგან დამოუკიდებლად პრობლემები არსებობს - ზოგ ოჯახში ბავშვებს საჭირო ტექნოლოგიები არ აქვთ, რომ სწავლა დისტანციურ ფორმატში სრულყოფილად შეძლონ. სწავლის ხარისხი რომ მაღალი იყოს, აუცილებელია ბავშვებმა სკოლაში იარონ. ჩვენი სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზად არის. პედაგოგების 80% აცრილია და ვფიქრობ, დეკემბრამდე ეს მაჩვენებელი 95%-მდე აიწევს. იმედს ვიტოვებ, რომ 4 ოქტომბერს სწავლის განახლებას საკლასო ოთახებში შევძლებთ“, -  აღნიშნავს დირექტორი რამიზ მამედალიზადე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება