სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალბედისეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ელვარდი კაკაურიძე „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
23-09-2021
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ელვარდი კაკაურიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ კონკურსის პირველი ეტაპის ტესტირება ბრწყინვალედ გაიარა და შემდეგ ეტაპზე „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება