სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვფიქრობ, ერთ-ერთი თქვენგანი „ხონის ეტალონი მოსწავლე“ გახდება და გამაბედნიერებს“-ხონის N3 სკოლის დირექტორი მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს
23-09-2021
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

კონკურსში სკოლის თვრამეტი მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან შვიდი დისტანციური კონკურსის II ეტაპზე გადავიდა. 

  1. მარიამ სანოძე;
  2. დავით კუხალაშვილი;
  3. ლიკა წულაია;
  4. დავით აკობიძე;
  5. მარი ქურასბედიანი;
  6. ლუკა ტორაძე;
  7. ლიზი ქურასბედიანი;
მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებულ მონაწილეობას სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე ულოცავს:

„გილოცავთ მეგობრებო! თქვენ „ეტალონის“ მეორე ტურში გადახვედით და წარმატებას გისურვებთ! წარმატება გქონოდეთ ყველგან და ყოველთვის! ვფიქრობ, ერთ-ერთი თქვენგანი 24-ში „ხონის ეტალონი მოსწავლე“ გახდება და გამაბედნიერებს, თუმცა რაც უნდა მოხდეს თქვენ ჩემი სიხარულები და საამაყოები ხართ. ვულოცავ ყველა მონაწილეს, რადგან სურვილი იყო წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია, წარმატების საწინდარია“, - აღნისნულია ვერიკო ბენიძეს მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხონელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 68 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება