სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამოცდაზე წარუმატებლობის გამო მასწავლებელი სკოლას არ უნდა ტოვებდეს“- სვეტლანა ბოჩიკაშვილი, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
23-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი გვესაუბრა.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?

- მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. ყველა მოსწავლე (მათ შორის სსსმ მოსწავლეები) ჩართულია დისტანციური სწავლების პროცესში თიმსით, მესენჯერით ან ტელესკოლის მეშვეობით. ახალი სასწავლო წლიდან ველოდებით უკეთეს შედეგებს, ვიდრე გასულ სასწავლო წელს. მთავარია, როგორმე დავაღწიოთ თავი პანდემიას და გვჯერა, რომ ყველაფერი უკეთ და კარგად იქნება.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?

- მატერიალური ჟურნალის გაუქმება არ მიმაჩნია სწორად. იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როცა ელექტრონულ ჟურნალში იშლება მონაცემები და იქმნება გარკვეული უხერხულება, ამიტომ ყველა მასწავლებელი თავისთვის ჩანაწერებს მაინც აწარმოებს. რაც შეეხება ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, ჩვენი სკოლის პედაგეოგები მას გასულ წლებშიც აწარმოებდნენ, ამითომ მათ აქვთ სრული მზაობა ელექტრონული ჟურნალის წარმოებისა.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ჩემი აზრით, მასწავლებლებისათვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო და არა მარტო მასწავლებლებისათვის, ვინაიდან უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია. ვაქცინაციამ დაამარცხა ისეთი საშიში ინფექცია, როგორიც იყო ყვავილი და ბევრი სხვა. ჩვენს სკოლაში პედაგოგთ 80% არის ვაქცინირებული.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?

- პირველკლასელთათვის სწავლის გადაწევა იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. პირველი დღე სკოლაში არის დაუვიწყარი შთბეჭდილება, რომელიც ადამიანს თან ახლავს მთელი ცხოვრების მანძილზე. არ გვაქვს უფლება ეს დადებითი ემოცია წავართვათ ჩვენს პატარებს.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- სკოლის მასწავლებელთა თითქმის 100%-მა კომპეტენცია დაადასტურა. რაც შეეხება გამოცდების საჭიროებას, პირადად მე ვთვლი, რომ უნდა იყოს, მაგრამ წარუმატებლობის გამო მასწავლებელი სკოლას არ უნდა ტოვებდეს, მიზანმიმართული ტრენინგები უნდა აძლევდეს საშუალებას აიმაღლოს ცოდნის დონე და დარჩეს სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება