სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედი მაქვს ჩემი თანატოლებისთვის მაგალითის მიმცემი ვიქნები“- ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე გაცვლითი პროგრამით აშშ-ში სწავლობს
22-09-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლე იონა იობიძე მიმდინარე სასწავლო წელს, გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში ისწავლის. 

იონა იობიძემ  FLEX-ის შესარჩევ ეტაპში გაიმარჯვა და შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, ამერიკაში აიოვას შტატში იცხოვრებს და ისწავლის. 

სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლის წარმატებებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. თავად მოსწავლე კი ამბობს, რომ „პროგრესს“ მის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

„ფლექსის შესახებ წინა გამარჯვებულისგან გავიგე. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ მინდოდა და გადავწყვიტე, მეც მიმეღო კონკურსში მონაწილეობა. წარმატებით გავიარე ინგლისური ენის ტესტი და ესეების ტური. საბოლოო ეტაპზე კი პირდაპირი გასაუბრება მქონდა.
როცა შედეგები გავიგე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთი წელი დალასის ჰაი სქულში ვისწავლი, რაშიც სკოლა „პროგრესს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის. პირველ რიგში ეს ინგლისური ენის ცოდნაში გამოიხატება, რის გამოც არანაირი დაბრკოლება ენის გამოცდებში არ მქონია. ამას ემატება ის მრავალფეროვანი და განმავითარებელი კლასგარეშე აქტივობები, რომელმაც საშუალება მომცა ჩემი ცოდნა და უნარები კიდევ უფრო გამეფართოვებინა.
მინდა ჩემი ცოდნა და მიღწევები ბევრი კარგი საქმის გაკეთებას მოვახმარო. იმედი მაქვს ჩემი თანატოლებისთვის მაგალითის მიმცემი ვიქნები. დაისახეთ შორსმიმავალი მიზნები, არასოდეს დანებდეთ და ყველაფერი გამოგივათ“,- წერს იონა. 

როგორც აღმოჩნდა ეს მოსწავლის პირველი მნიშვნელოვანი წარმატებას სულაც არ არის: 

„ეს იონას პირველი წარმატება არ არის. 2019 წელს მან ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვა და NASA-ში იმყოფებოდა.
ვულოცავთ იონას ამ წარმატებას და ვუსურვებთ სასიამოვნო აკადემიურ თავგადასავლებს შეერთებულ შტატებში!“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება