სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ
21-09-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა სკოლის ბაზაზე არსებულმა ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ / Cultural-Humanitarian Fund „Sukhumi“-თან ერთად დაგეგმილი პროექტის ფარგლებში გამართა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ 3 შეხვედრა იყო. პროექტის მიზანი ადგილობრივ პროგრამებზე ახალგაზრდების ინფორმირება და მუნიციპალიტეტეტში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაა.

პროექტში მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბენიძე, მე-10 კლასის მოსწავლეები ანასტასია ლობჟანიძე, სალომე ტყაბლაძე და ნინი კირთაძე, ასევე, მე-9 კლასის მოსწავლე ნია ქობულია. 

პროექტის სახელწოდებაა: BRAIN-ROOM- ახალგაზრდული სივრცე ადგილობრივ პროგრამებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის.

„ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე განახორციელეს მნიშვნელოვანი საინფორმაციო სახის შეხვედრები სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებთან და გააცნეს მათ ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამები.
პროექტი აღნიშნული აქტივობებით ხელს შეუწყობს სადისკუსიო სივრცის შექმნას, მე-4 საჯარო სკოლის ბაზაზე, სადაც ახალგაზრდებს, პედაგოგებს, მშობლებს საშუალება ექნებათ მყუდრო, მშვიდ გარემოში მოუსმინონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მოსწავლეებმა სამ ჯგუფად (თითო ჯგუფში 6-7 წევრია) სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს აქტივობები. კლუბის წევრებმა უფროსი ასაკის ადამიანებთან ჩაატარეს მასტერ -კლასები, როგორ მოიძიონ ინფორმაციები ონლაინ, მოხდა მოსახლეობის ინფორმირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებზე, სოციალური ქსელის საშუალებით გააცნეს მოქალაქეებს ახალი შეთავაზებები.
ეს ახალგაზრდები გახლავთ მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბენიძე, მე-10 კლასის მოსწავლეები: ანასტასია ლობჟანიძე, სალომე ტყაბლაძე და ნინი კირთაძე, მე-9 კლასის მოსწავლე ნია ქობულია. ისინი ონლაინ აცნობენ სხვადასხვა პროგრამებს მოსახლეობას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სოციალური გვერდის დახმარებით. წარმატებები ახალგაზრდებს!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება