სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიმედოვნებთ, მოსწავლეებს მალე ვიხილავთ საკლასო ოთახებში“- ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას მიმართავს
21-09-2021
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ულოცავს.

დირექტორი წერს, რომ უკვე ყველა შეეგუა არსებულ რეალობას და სწავლების დისტანციური ფორმატით მიმდინარეობა უცხო აღარავისთვისაა. 

ელზა აშიროვა ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„2021 -2020 სასწავლო წელი დისტანციური ფორმატით დაიწყო. მოსწავლეები,ასევე მასწავლებლები და მშობლები მივეჩვიეთ ახალ რეალობას. ონლაინ სწავლება უკვე უჩვეულო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ - სასკოლო ოთახებში მიმდინარე სასწავლო პროცესს, მაგრამ გამოცდილებამ ცხადყო რომ იგი ერთადერთი მართებული გზაა სასწავლო პროცესის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად. ჯერ კიდევ არსებული ზოგიერთი გამოწვევის (მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის ხელმიუწვდომლობა ტექნიკური რესურსებისადმი) გათვალისწინებით კვლავ ფუნქციოირებს ტელესკოლა, რომლის აქტიური მომხმარებლები არიან ჩვენი მოსწავლეები.
მასწავლებლები ადაპტირებულნი არიან ონლაინ სწავლების პლატფორმაზე. მათი მთავარი საზრუნავია დააინტერესონ მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილით. შეუქმნან სასწავლო მოტივაცია და გაკვეთილი მოარგონ მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს სახლში სწავლების პირობებში. ამასთანავე, მცირე დროში მოახერხონ ახალი ცოდნის გადაცემა დაწყებით კლასებში და ასევე მათ სჭირდებათ მშობლის მხარდაჭერა.
ჩვენი სკოლის მასწავლებლები ითვალისწინებენ მშობელთა გაურკველი ნაწილის სპეციფიკურობას, ენობრივ ბარიერს, მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში სწავლის მისაღებად. გილოცავთ მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს. ვიმედოვნებთ, მოსწავლეებს მალე ვიხილავთ საკლასო  ოთახებში“,- წერს სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება