სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, ახალმა სასწავლო წელმა ბევრი ახალი მიღწევა მოგვიტანოს“-დიდი თონეთის საჯარო სკოლის დირექტორი მისალოც წერილს ავრცელებს
17-09-2021
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის დირექტორი ცისნამი არზუმელაშვილი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

სკოლის დირექტორი მოსწავლეებს და პედაგოგებს ემოციურად მიმართავს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დასრულდა ზაფხულის მზიანი დღეები და მზად ვართ ახალი წარმატებებისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის. ძვირფასო პედაგოგებო, გისურვებთ ზღვა ენერგიას, შთაგონებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და თქვენი ყველა გეგმის განხორციელებას. დაე, ამ ახალმა სასწავლო წელმა ბევრი ახალი მიღწევა მოგვიტანოს. ჩვენ ყველაზე ნათელი პროფესია გვაქვს, ვთესთ ცოდნის მარცვალს და თითოეულ მოსწავლეში ეს მარცვალი აუცილებლად აღმოცენდება. დაე, თქვენი გზა იყოს მზიანი, ცა სუფთა, ბილიკი მარტივი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობა ძლიერი. მთელი წელი ბედნიერი და პროდუქტიული იყოს. ცოდნის გადაცემა და მისი მიღება რთულია, შრომატევადი სამუშაოა. სკოლა არის პლანეტა, სადაც სიზარმაცეს ადგილი არ აქვს; აქ აბსოლუტურად ყველა მუშაობს და ეს ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ მოსწავლეებთან ერთად ერთობლივი მუშაობა ყოველთვის შედეგიანი იყოს“, - აღნიშნულია დირექტორის, ცისნამი არზუმელაშვილის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება