სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N127 სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები-ქეთევან დურგლიშვილი და თამარ კალანდია უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ
17-09-2021
-
+


თბილისის N127 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ქეთევან დურგლიშვილმა და თამარ კალანდიამ 2020-2021 სასწავლო წელი დიდი წარმატებით, ოქროს მედლებზე დაამთავრეს და სტუდენტები გახდნენ.

დღეს უკვე სტუდენტები სკოლაში სწავლის დროს სამაგალითო აკადემიური მოსწრებითა და დისციპლინით გამოირჩეოდნენ. აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასგარეშე ღონისძიებებში და იყვნენ ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები.

 „2021 წლის თბილისის  N127 საჯარო სკოლის სრული კურსი წარჩინებით დაასრულეს ქეთევან დურგლიშვილმა და თამარ კალანდიამ. ისინი სკოლაში სანიმუშო დისციპლინითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ. მათთვის არ არსებობდა გამორჩეული საგანი და აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც სასკოლო, ასევე  კლასგარეშე ღონისძიებებში, არიან ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები. ისინი გამოირჩევიან კომუნიკაბელურობითა და ტოლერანტობით, ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ მათ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს და 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ქეთევან დურგლიშვილმა ჩააბარა სამართლის ფაკულტეტზე, ხოლო თამარ კალანდიამ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. ვამაყობთ მათით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ არაერთხელ გვასახელებენ“, - აღნიშნულია თბილისის N127 საჯარო სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება