სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ ცოდნის მწვერვალებისკენ“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
16-09-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

მიუხედავად სწავლის დისტანციურად დაწყებისა დირექტორმა, მაია ქობულიამ ტრადიცია არ დაარღვია და 15 სექტემბერს სკოლაში სასკოლო ფორმით მივიდა.

„გილოცავთ! ტრადიცია არ დავარღვიე და 15 სექტემბერს, სასწავლო წლის პირველ დღეს, დილის 9 საათზე ჩვენი სკოლის ლამაზი ფორმით მოვედი  სკოლაში. თქვენი ჟრიამულის გარეშე მოწყენილია ჩვენი სკოლა ძვირფასო ბავშვებო, როგორ მაკლდით,მაგრამ პანდემიის გამო არ გავრისკე, თუნდაც რამოდენიმე თქვენგანი მოსულიყო ჩვენთან, რადგან თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია ჩემთვის. თქვენი საყვარელი ადგილები შემოვიარე თითქოს ყველა თქვენგანს მზერით ვეფერებოდი.. მჯერა, მალე ისევ ერთად ვიქნებით, ჩვენ საყვარელ მასწავლებლებთან ერთად,რომლებიც ახლა მონიტორებთან ზიან და თვალებში შემოგციცინებთ. ვულოცავ ყველას, საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს, კოლეგებს, მშობლებს, მოსწავლეებს, წარმატებებს გისურვებთ საპატიო და საინტერესო საქმიანობაში. წინ ცოდნის მწვერვალებისკენ გვიყვარხართ, გვეიმედებით, გვიგულეთ თქვენს გვერდით“, -  წერს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება