| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან მამულაშვილი-პაპუაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. მართალია, სწავლა დისტანციურად დაიწყო, თუმცა დირექტორი დარწმუნებულია, რომ სასკოლო საზოგადოება ერთობლივი ძალებით ყველა გამოწვევას მარტივად დაძლევს.
„მოგესალმებით, ჩემთვის ძვირფასო ადამიანებო - მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო. გილოცავთ ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას.
როგორც ყოველთვის, ახლაც სავსე ვარ იმედებითა და რწმენით. თქვენ მაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ვთქვა...
დიახაც, ეს წელიც იქნება ჩვენი ჯანმრთელობის, ოჯახებში გახარების და წარმატებების წელი. ჩვენ ერთი ძლიერი გუნდი ვართ.
ჩვენ შევძლებთ ჩვეული ძალისხმევით, ნებისმიერი სიახლის მიმღებლობით, ერთმანეთის თანადგომით დავძლიოთ ნებისმიერ სირთულე, გავუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას და ერთად ვთქვათ, ჩვენ ეს შევძელით.
გილოცავთ დროებით უცნაურად, ვირტუალურ სკოლაში. სულ მალე აჟრიამულდება სკოლის დერეფნები. მიყვარხართ, მიხარიხართ, მეიმედებით“, - წერს დირექტორი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა