სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N2 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს წარმატებითა და განსაკუთრებული შემართებით იწყებს
15-09-2021
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლა ახალ 2021-2022 სასწავლო წელს განსაკუთრებული შემართებითა და წარმატებით ხვდება.

სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ გასულ სასწავლო წელს 15 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი და პანდემიის მიერ შექმნილი ვითარების მიუხედავად, სკოლამ გამოწვევებს თავი წარმატებით გაართვა.

„დღეს იწყებს ათვლას კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი, რომელიც მნიშვნელოვანი ეტაპია ახალი თაობის ცხოვრებაში. ესაა დრო ცოდნის, გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის, შრომისა და ბედნიერებისა. სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრი რამ შეცვლა ჩვენს ცხოვრებაში, მათ შორის, ეს ლამაზი დღეც, თუმცა, იმედია, ინტერნეტსივრცეშიც შევძლებთ სიყვარული, სითბო, სიხარული ვაჩუქოთ ერთმანეთს და წარმატებები ვუსურვოთ. გასულ წელს სკოლამ წარმატებით გაართვა თავი ეპოქის გამოწვევებს.ამის დასტურია ჩვენი კურსდამთავრებულები, რომელთა უმეტესობამ გრანტით გაგვახარა და ამით უფრო მეტი სტიმული მისცა უმცროს მეგობრებს, რათა მეტი ისწავლონ, იშრომონ და ასახელონ მშობლიური სკოლა. გისურვებთ, მალე შევხვდეთ სკოლის გარემოში ერთმანეთს და გვქონდეს ძველებურად ხმაურიანი, საინტერესოდ დატვირთული, თავგადასავლებითა და ბედნიერი ფერებითა და ბგერებით სავსე დღეები. მასწავლებელებს ვუსურვოთ ჩვეული შემართებით მუხლჩაუხრელი შრომა წმინდა საქმეში, მშობლებს კი, შვილების საკეთილდღეოდ, თანადგომა და თმენის უნარი. ძვირფასო მოსწავლეებო, ისწავლეთ, იცხოვრეთ იმისთვის, რომ გამოადგეთ სამშობლოს, იბრწყინოთ საქართველოს გაბრწყინებისთვის!
ახლა გაგაცნობთ იმ კურსდამთავრებულებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და მოიპოვეს გრანტები. კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ ნათელი მიზნების განხორციელებას.
1.ნინო კირცხალია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 100%
2.მარიამ გოგია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 100%
3.ვერიკო სირია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 70%
4.ნინო სირია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 70%
5.ნინი წულაია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 70%
6.ვარიკო ესებუა - ჯავახიშვილი-სამართალი - 70%
7.გვანცა გულორდავა - ილიაუნი - 50%
8.ქრისტინე კუპრეიშვილი - ილიაუნი - 50%
9.ნიკოლოზ ზარქუა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 50%
10.გიორგი პაჭკორია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უბივერსიტეტი - 50%
11.ლიზი ჩალიგავა - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 50%
12.ბაგრატ ჯღამაძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 50%
13.ბექა ესართია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 50%
14.შორენა კვირკველია - კავკასიის უნივერსიტეტი-ჯანდაცვის მენეჯმენტი - 50%
15.ვერიკო კვირკველია - ალასანია-სამართალი - 50%
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა მეორე სკოლელს სტუდენტობას და ვუსურვებთ ნათელი მიზნების განხორციელებას“,- წერს სკოლა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება