სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგია თუ მასწავლებელი სისტემას და მის ცვლილებებს ფეხს აუწყობს“- ლალი წულაია, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი
15-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია გვესაუბრა.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- მინდა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს მივულოცო სასწავლო წლის დაწყება,  წინა სასწავლო წელი  გამოწვევა იყო განათლების სისტემისათვის, ონლაინ სწავლებისას ყველა მოსწავლე  გარკვეული  პრობლემების გამო არ იყვნენ თანაბარ პირობებში, რაც ძალზედ სამწუხაროა . მე ვფიქრობ, რომ  2021-2022 სასწავლო წელი საკმაოდ რთული და შრომატევადი იქნება როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისათვის. შევეცდები, რომ  რაც შეიძლება ხელი შევუწყო სწავლის ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა მოტივაციას, რაც გამოიხატება კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღებითა და სხვადასხვა ადგილების დაკავებით.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ყველა ცვლილება რაც განათლების სფეროში მიმდინარეობს ჩემთვის მისასალმებელი და საინტერესოა, მივესალმები ჟურნალის ელექტრონული ფორმით  წარმოებას, მისაღებია, მაგრამ იმისათვის, რომ მასწავლებლებმა სრულყოფილად  იმუშაონ ელექტრონულ ჟურნალში აუცილებელია, რომ სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია და ინტერნეტი გამართულად მუშაობდეს.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ქვეყანაში ძალიან მძიმე  მდგომარეობაა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამიტომ საჭიროა ყველა პედაგოგმა გაიაზროს სოციალური პასუხისმგებლობა და ვაქცინაციის აუცილებლობა, რათა საკუთარი და სხვისი სიცოცხლე დავიცვათ, თუმცა ვფიქრობ, რომ  ყველა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევანში.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- პირველკლასელი  ძალიან სათუთია, ამიტომ განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, პირველკლასელთა ოჯახებს ვურჩევდი, პირველ რიგში, მოაწყონ  სასწავლო კუთხე, ითანამშრომლონ პედაგოგებთან, აქტიურად ჩაერთონ სწავლა სწავლების პროცესში, თვალი ადევნონ მათი შვილების გაკვეთილებს და ბავშვებს აუხსნან რომ ისინი 4 ოქტომბერს აუცილებლად წავლენ სკოლაში, მაქსიმალურად გაითვალისწინონ მასწავლებლთა  რეკომენდაციები.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?

- ჩვენ სკოლაში  ორი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვაყავდა აქედან ერთმა სპეც. მასწავლებელმა ჩააბარა გამოცდა და სტატუსიც მიენიჭა, ხოლო მეორე პედაგოგი, ამჟამად, ელოდება აპელაციის პასუხს. ჩემი აზრით, კარგია თუ მასწავლებელი  სისტემას და მის ცვლილებებს ფეხს აუწყობს, ეს ცოტა რთული საკითხია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება