სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ქალი და კაცი სტუდენტები ფარდით გააცალკევეს _ გენდერული დისბალანსი ავღანეთში
10-09-2021
-
+


ავღანეთში თალიბანის დაბრუნებას თან ახლდა შიში, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა. მიუხედავად თალიბანის განცხადებისა, რომ ქალებს არ შეზღუდავდნენ, უკვე აშკარაა ის კვალი, რასაც ახალი სისტემა ტოვებს.

ავღანეთში საუნივერსიტეტო სწავლება განახლდა და როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ქალი და მამაკაცი სტუდენტებში ოთახში სხვადასხვა მხარეს სხედან და მათ ერთმანეთისგან ფარდა ყოფს. სასწავლო პროცესის ამ ფორმით ჩატარება „თალიბანის“ გადაწყვეტილებაა. სტუდენტი გოგონები და ბიჭები აუდიტორიებში სხვადასხვა კარიდან შედიან, მათთვის სალოცავი სივრცეებიც ცალ-ცალკეა მოწყობილი. გარდა ამისა, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი სტუდენტები და ლექტორები ვალდეული არიან, ატარონ ჰიჯაბი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ქალებს განათლების მიღების შესაძლებლობა არ შეეზღუდებოდათ. ავღანეთის მოსახლეობის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოება კი შიშობს, რომ ქვეყანაში ისევ ის რეჟიმი დაბრუნდება, როდესაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. 1996 წლიდან 2001 წლამდე ქალები, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იყვნენ. მათ არ ჰქონდათ სწავლისა და მუშაობის უფლება.

თალიბანი კი აღნიშნავს, რომ ქალთა უფლებები შარიათისა და ისლამური სახელმწიფოს კანონების მიხედვით იქნება დაცული.

ავღანეთში ქალებმა აქციები გამართეს, ისინი სრულფასოვანი განათლებისა და  დასაქმების  უფლების მიღებას ითხოვენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება