სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მართლაც საქვეყნო მნიშვნელობისაა ეს პროექტი“ - მაია სინაურიძე, მასწავლებელი
06-09-2021
-
+


კოვიდპანდემიამ საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა განათლების სისტემაზეც... დისტანციური სწავლება, ონლაინ-რეჟიმი, ჩაკეტილობის ფონზე, მარტივი დასაძლევი სულაც არ ყოფილა თუმცა ახლა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ izrune.ge-ს როლი არსებულ სიტუაციაში მართლაც ფასდაუდებელი აღმოჩნდა.

საქმე ის გახლავთ, რომ უკლებლივ ყველა იზრუნელი ერთგვარად მომზადებული აღმოჩნდა დისტანციური სწავლებისთვის; ბავშვები, ყველაზე მზრუნველი პროექტის დამსახურებით, მშვენივრად ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს; მათთვის არც ტესტების გავლა, საკუთარი ცოდნის შემოწმება და სხვადასხვა საგანმანათლებლო სიახლესთან ადაპტირება იყო უცხო... ასეა ახლაც, როდესაც კვლავ დისტანციურად იწყება სასწავლო პროცესი - ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად, ვიზრუნოთ ბავშვების მოტივაციაზე, რათა მათ სწავლის სურვილი მუდამ ჰქონდეთ. 

ახლა განათლების კუთხით ისეთი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა და  izrune.ge-ს კიდევ ერთი ახალი წამოწყება „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ბავშვებისთვის განათლების მიღება იყოს ბედნიერების მომნიჭებელი, ყოველ იზრუნელს ჰქონდეს მოტივაცია - უკეთ ისწავლოს, მიიღოს მეტი ცოდნა და იყოს წარმატებული.

„საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“ - ესაა პროექტი,  რომელიც „ეტალონის“ მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალტექნოლოგიური IZRUNE.GE-ს პოტენციალის დამსახურებით, ღირსეულად შეასრულებს თავის მთავარ დანიშნულებას - მოსწავლეებს ექნებათ წარმატებისკენ სწრაფვის მოტივაცია, მათი ოჯახის წევრები კი ნათლად დაინახავენ შვილების სამომავლო პერსპექტივებს.

ამის მიღწევა კი კლასების დამრიგებლების აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი და დღეს წარმოგიდგენთ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგს, მაია სინაურიძეს, რომელიც პროექტისა და ზოგადად izrune.ge-ს მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

- ქალბატონო მაია, როგორ შეხვდნენ თქვენი მოსწავლეები ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწავლო წელი დისტანციურად იწყება?

- უნდა გამოგიტყდეთ - თითოეულ ჩვენგანს დიდი სურვილი აქვს, საკლასო ოთახში დაბრუნდეს და სწავლა სასკოლო გარემოში გაგრძელდეს, თუმცა აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ბავშვები სწორად აცნობიერებენ არსებულ ვითარებას, აანალიზებენ საფრთხეს და იციან, რომ ეს ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. ამიტომ შეგუებულები არიან, რომ სწავლა დისტანციურად იწყება; მე, როგორც მასწავლებელი, ვარ მობილიზებული და ასევე დარწმუნებული ვარ, დისტანციური სწავლება ხელს არ შეგვიშლის კარგ შედეგებზე გავიდეთ. ახლაც ვცდილობ, საინტერესო იდეებს მოვუყარო თავი ონლაინ-გაკვეთლების თაობაზე და ეს ყველაფერი მივაწოდო ბავშვებს... დარწმუნებული ვარ, თავს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებით წარიმართოს სასწავლო პროცესი.



- ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას... ზოგადად, izrune.ge-ში  ჩართულობა რამდენადაა მოტივაციის მიმცემი თქვენი ბავშვებისთვის და ახალ პროექტზეც გკითხავთ - „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“ თუ დაეხმარება ბავშვებს, უკეთ ისწავლონ, იყვნენ მეტად წარმატებულები?

- მართლაც საქვეყნო მნიშვნელობისაა ეს პროექტი და ამისთვის, მინდა, იდეის ავტორებს უდიდესი მადლობა ვუთხრა. სწორედ დროულად მოვიდა ჩვენამდე და მივესალმები, izrune.ge-ს ყველა წამოწყებას. რაც შეეხება ბავშვებს, ჩაკეტილ სივრცეში მყოფი მოსწავლეებისთვის, ნამდვილად წამალივით იყო izrune.ge-ს პროექტები და პატარებს მისცა საშუალება, მეტად განვითარებულიყვნენ; ტესტებში ჩართულობა საინტერესოა არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მშობლებისთვისაც. ყოველი მშობელი მოტივირებულია, როდესაც შვილის წარმატებულ ნაბიჯებს ხედავს. ამ ყველაფერში მოსწავლეებიცა და მშობლებიც უდიდეს შრომას დებენ და სასიხარულოა, რომ ეს შრომა ნამდვილად უფასდებათ.

- რას ნიშნავს, იყო „საქვეყნო მნიშვნელობის 100“ კლასს შორის?

- ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩემთვის - მათი დამრიგებლისთვის... ეს გვაძლევს სტიმულს, ვაკეთოთ მეტი და მეტად მობილიზებულები, დიდი ენთუზიაზმით შევხვდეთ ახალ-ახალ პროექტებს, რომლებითაც izrune.ge ასე გვანებივრებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

ბაღის პერსონალს ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები დაუფინანსდება - მუნიციპალური ბიუჯეტი

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება