სიახლეები
სიახლეები

„ვაქცინაცია ან ტესტირება რეგულარულად - სკოლის ვალდებულებაა მოსწავლეების სიცოცხლის დაცვა“ - აშშ-ს მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტი
11-09-2021
-
+


ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) პრეზიდენტმა რენდი ვაინგართენმა მიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რათა ბავშვებმა სკოლებში უსაფრთხო გარემოში დაბრუნება შეძლონ:

„მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის სხვა პერსონალი სკოლაში ბრუნდებიან კოვიდ19-ის ინფექციისა და მისით გამოწვეული სიკვდილიანობის მეოთხე ტალღის პირობებში. უკვე მესამე სასწავლო წელია კორონავირუსის ტალღებში და ჯერ კიდევ 40% ამერიკელს - 12 წლიდან ზემოთ, არ მიუღია ვაქცინის მეორე დოზა და ზოგს - პირველი. ეს ყველაფერი მაშფოთებს, რადგან სხვა რამ უნდა გადატეხოს ეს კოშმარული წრე, თუ არა ვაქცინაციამ.

სკოლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მათი მოსწავლეებისა და პერსონალის სიცოცხლის დაცვა, მეტიც, ვალდებულებაა, განსაკუთრებით ამ საუკუნის ყველაზე სასტიკი პანდემიის პირობებში. ამიტომაც, ვაქცინაცია არის ერთადერთი ეფექტური გზა, დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები სერიოზული ავადმყოფობისა და სიკვდილისგან, რასაც კოვიდ-19 იწვევს. მაშფოთებს ის, რომ ბავშვებს 12 წლამდე და განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობით ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ვაქცინის მიღება. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი ორგანიზაცია - „ამერიკის მასწავლებელთა ფედერაცია“(AFT) მოუწოდებს ყველას, ვისაც შეუძლია ვაქცინის მიღება, იჩქარონ. ამ კვირას, AFT-ს მმართველმა ორგანომ ერთხმად დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლებთან ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ შესრულდეს ვაქცინაციის გეგმა, მოთხოვნები და ვალდებულებები. ჩვენი ჩართულობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი წარმომადგენლობით უზრუნველყოფილი იყოს სხვა შრომითი უფლებები.

ჩვენი წევრების უმრავლესობა - 90 % უკვე ვაქცინირებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვართ წარმოდგენილი და როცა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვაწარმოებთ AFT-ს კამპანიას: „სკოლაში დაბრუნებისთვის“, ვხვდები ხალხს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, ეშინია ან ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა ჩავერთოთ უფრო აქტიურად ვაქცინაციის კამპანიაში, მოვუსმინოთ კითხვებს და გავუზიაროთ სანდო ინფორმაცია.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გვაქვს ვაქცინაციის დადებითი შედეგებისა და ინფექციებით გამოწვეული არასახარბიელო მაგალითები. ჯორჯ ვაშინგტონმა სამხედრო ძალებს მოსთხოვა ჩუტყვავილის წინააღ,დეგ ვაქცინაცია; ფრანკლინ რუზველტმა პოლიომიელიტი გადაიტანა, რის გამოც პარალიზებული დარჩა, ვაქცინის შექმნამდე, პოლიომიელიტმა ათასობით ამერიკელი ბავშვი შეიწირა და პარალიზებული დატოვა. დღეს, 50 შტატში სკოლის მოსწავლეებისთვის არის სავალდებულო ვაქცინები, დაავადებათა კონტროლისა და დაცვის ცენტრების მონაცემებით, შეერთებულ შტატებში, ბოლო ორი ათწლეულია იმუნიზაციით 732 000 ბავშვის სიცოცხლე გადარჩა.

ამჟამად, კოვიდ19-თან და ვაქცინაციასთან მიმართებაში, რუსული ქსელებიდან, ბოტებიდან, მათ შორის არჩეული ლიდერებიდან არასწორი განცხადებები და უსაზღვრო ტყუილები ვრცელდება, რაც რისკის ქვეშ აყენებს უამრავ სიცოცხლეს. პასუხისმგებელმა პირებმა მოახერხეს იმ ადამიანების დარწმუნება, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო, რაც განპირობებული იყო ვაქცინების ავტორიზაციის შეფერხებითაც, არიან ისეთებიც, ვისაც სხვა შიშები აქვთ, თუმცა უკვე დარწმუნდნენ ვაქცინის გარდაუვალობაში, მას შემდეგ, რაც მათთვის საყვარელი ადამიანები კოვიდ-19 თან ბრძოლაში თავად იხილეს.

და კიდევ მთავარი მიზეზი, რატომ უნდა ავიცრათ: ჯანდაცვის სპეციალისტები უკვე გადაღლილები არიან, საავადმყოფოები გადავსებულია, ან საერთოდ აღარ არის საწოლები. კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტებით გადავსებულ ჯანდაცვის დაწესებულებებში უკვე აღარ არის ადგილები მათთვის, ვისაც გულის პრობლემები აქვს, ავარიის შემთხვევაში ხვდებიან ან/და რაიმე შეტევა სხვა გადაუდებელი დახმარება, მკურნალობა ესაჭიროება.

ბევრმა დამსაქმებელმა, უკვე სავალდებულოდ მოითხოვა კოვიდ19-ის ვაქცინაცია, მათ შორის, „ვოლტ დისნეის კომპანიამ“, „აშშ-ის ავიახაზებმა”, კალიფორნიის შტატმა, აშშ-ს სამხედრო ძალებმა. AFT-ს სტრუქტურული ერთეულები დამსაქმებლებთან ერთად ჩართულნი არიან ვაქცინაციის პოლიტიკისა და გეგმის განხორციელებაში - ბოსტონში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესში, ქალაქ ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა თუ სხვა ქალაქებში, მოთხოვნით - ვაქცინაცია ან სავალდებულო ტესტირება რეგულარულად.

კოვიდვირუსის „დელტა“ ვარიანმტა უფრო მეტად შექმნა გადაუდებელი ქმედების აუცილებლობა, რადგან მარტო ინფორმაციის მიწოდება საკმარისი არ არის. ნებაყოფლობითობის მიღმა, უნდა ვიმუშაოთ დამსაქმებლებთან ერთად განსაკუთრებით, იმისთვის რომ სამართლიანად იქნეს დაცული იმ ადამიანების სიცოცხლე, ვისაც სჭირდება ვაქცინაცია, ყველამ დროულად მიიღოს მისი დოზა და სამართლიანად იქნეს გათვალისწინებული სამედიცინო ან რელიგიური გამონაკლისები.

ჩვენს პროფკავშირს - ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) - „სკოლაში დაბრუნებისთვის“ კამპანიით საკუთარი წვლილი შეაქვს ამ ბრძოლაში. ჩვენი ორგანიზაცია ვაქცინაციის კამპანიის შესახებ საინფორმაციო სესიებს მართავს და უზრუნველყოფს, რომ სკოლებში მოსწავლეები უსაფრთხოდ წავიდნენ, აწვდიან ოჯახებს წიგნებს, ნიღბებს, სკოლის სხვა ნივთებს და სხვა საჭიროებებს. რადგან ჩვენი ბავშვები უნდა იყვნენ ამ შემოდგომას სკოლებში და დარჩნენ სკოლაში. ამიტომაც ვაგრძელებთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების ადვოკატირებას: ნიღბების ტარება, ფიზიკური დისტანცია, ტესტირება და ვენტილაციის აუცილებლობა. მიუღებელია, რომ ჯერ კიდევ ზოგიერთი გუბერნატორი არ მოითხოვს ნიღბების ტარების ვალდებულებებს სკოლებში.

პანდემიის დაწყებიდან, განსხვავებით, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ ამოუცნობი იყო, ცოტა გზა არსებობდა მისი პრევენციისთვის, გლობალურად ნიღბების ნაკლებობამ ბევრი დატოვა დაცვის გარეშე, და არ იყო ვაქცინები შექმნილი, დღეს ეს ყველაფერი არის და გვაქვს საშუალება გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეს მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ყველა დავიცავთ მოთხოვნებს.

მადლობა მეცნიერებასა და მედიცინას, რომ მოსწავლეები, ოჯახები და სკოლის წარმომადგენლები დაუბრუნდენ სკოლებს. ხელი შევუწყოთ მათ.

ყველას გისურვებთ უსაფრთხო გარემოს და მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ

რენდი ვაინგართენი-AFT- პრეზიდენტი.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ
გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარმა“ კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება