სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

თუ ქულათა 60%-ზე მეტი აიღეთ, მაგრამ შიდა ზღვარი ვერ გადალახეთ - გეთვლებათ თუ არა გამოცდა ჩაბარებულად?
03-09-2021
-
+


პრაქტიკოსი პედაგოგების, მაძიებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები ცნობილია. გამოცდაზე გასულებს აპელაციის ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ. აპლიკანტები, რომლებმაც გამოცდაში ქულათა 60%-ზე მეტი აიღეს, მაგრამ დაწესებული შიდა ზღვარი ვერ გადალახეს, გაურკვევლობაში არიან, მათ არ იციან გამოცდა ჩაბარებულად ეთვლებათ თუ არა.

შიდა ზღვარი რამდენიმე საგანში არსებობს და დაწესებული მინიმალური ბარიერის გადალახვა აუცილებელია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი;

ბუნებისმეტყველების (დაწყებითი  საფეხური  I-VI),  ქართული   ენისა   და   ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური  I-VI)  და  მათემატიკის (დაწყებითი  საფეხური  I-VI)  ტესტი  შედგება  ორი  ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური  უნარების  ნაწილში - აპლიკანტმა  უნდა  დააგროვოს  მაქსიმალური  ქულის (აკადემიური   უნარების  ნაწილში   მაქსიმალური   ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი.

უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.

ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.

ასევე, გთავაზობთ 2021 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელ ქულებს:

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;
  • გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
  • ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
  • უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;
  • ქართულში, როგორც მეორე ენაში (I-XII) 52 ქულა და მეტი;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;
  • მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება