სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოლნისის N3 სკოლის დირექტორ მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
03-09-2021
-
+


ბოლნისის N3 სკოლის დირექტორ მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

წოდების მიღება დირექტორს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

მერმა და დეპუტატმა მზია დანელიას სიგელი და სამკერდე ნიშანი გადასცეს. შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძეც ესწრებოდა.

მზია დანელიას დამსახურებული მასწავლებლის წოდება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით“ მიენიჭა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ პედაგოგს, N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 42-წლიანი პედაგოგიური სტაჟის განმავლობაში, მან არაერთი თაობა აღზარდა, მე-3 სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ახალი თაობის მასწავლებლებისთვის მისაბაძ პედაგოგად იქცა. ვულოცავ მზია მასწავლებელს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღებას და მას პროფესიულ საქმიანობაში კვლავ არაერთ წარმატებას ვუსურვებ. თითოეული ბოლნისელი ამაყობს მზია მასწავლებლითა და ყველა იმ პედაგოგით, რომლებიც მომავალი თაობის აღზრდაში ძალისხმევას არ იშურებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება