სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემს წარმატებას მათ ვუძღვნი“- ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ლელა აკობიას ემოციური წერილი გულშემატკივრებს
02-09-2021
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში, დირექტორის ლელა აკობიას ხელმძღვანელობით პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის დირექტორმა, ლელა აკობიამ მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და აღნიშნულ ფაქტს ემოციური წერილი მიუძღვნა.

„ძალიან ემოციური დღეა. ბევრი მირეკავს, ბევრი მწერს, სრულიად უცნობებიც სხვადასხვა სკოლებიდან. ყველას ვერ ვპასუხობ. უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ჩემს წარმატებას მათ ვუძღვნი. მე ვიცი, რომ ამდენი ადამიანის მხარდაჭერით, გულშემატკივრობით ჩავაბარე საგანი, რომელიც არსად მისწავლია, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში... საგანი, რომლის ჩაბარებაც ყველაზე პრიორიტეტულია. მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით. ყოველდღე მირეკავდნენ, მწერდნენ. დღესაც მწერენ ისინი, რომლებმაც ვერ ჩააბარეს, რომლებსაც მხოლოდ ერთი ქულა დააკლდათ, რომ უხარიათ ჩემი წარმატება. ისინი ყველაზე ძლიერები არიან... მათი დახმარებით სკოლამ ბევრ წარმატებას მიაღწია და ვფიქრობ, ქულები სულაც არ არის მნიშვნელოვანი. ასევე ბევრმა ჩააბარა, ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას. მეამაყება ჩემი სკოლა, ჭალის N2 საჯარო სკოლა, სადაც ყველა მასწავლებელი პროფესიონალია, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლის შედეგია, ერთმანეთის თანადგომაა... მადლობა მეგობრებო“, -წერს ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა აკობია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება