სიახლეები
ინტერვიუ

„მინდა, მოსწავლეებს ჩემი სახით ყოველთვის დამცველი, ერთგული მეგობარი და მრჩეველი ჰყავდეთ“ - თბილისის N127 სკოლის დირექტორი, ლია სამადაშვილი
26-08-2021
-
+


როგორ განახლდება სკოლებში  სასწავლო წელი, რამდენად რთული იქნება პირველკლასელთათვის დისტანციური სწავლება, როგორ გაუმკლავდნენ პედაგოგები გასული წლის გამოწვევებს და როგორია მათი დამოკიდებულება ტრენინგებთან, თუ გამოცდებთან დაკავშირებით, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge- ს თბილისის N127  საჯარო სკოლის დირექტოირი, ლია სამადაშვილი ესაუბრა.

-ახალი სასწავლო წელი კარს მოგვადგა და როგორ ფიქრობთ, რომელი ფორმატით დაიწყება სწავლა სკოლებში?

- რთული სათქმელია. სკოლა ორივე ფორმატისთვის მზად არის, როგორც დისტანციური, ასევე საკლასო ოთახებში სწავლებისთვის. პედაგოგთა 70-80 პროცენტი 15 სექტემბრისთვის ორჯერადად იქნება აცრილი, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის სწავლებისთვის გვაქვს მზაობა. დისტანციურად სწავლის გამოციდლებაც გვაქვს უკვე და რომელ ფორტატსაც გადწყვეტს მთავრობა, ეპიდემიოლოგები, განთლების სამინისტრო, ჩვენც მას მივყვებით.

- ანუ, საყოველთაო ვაქცინაციაში აქტიურად ხართ ჩართულები...

- დიახ, გააცნობიერა ყველა მასწავლებელმა, რომ ვაქცინა არის ის გზა, რომელმაც შეიძლება გვიხსნას ამ „ჯადოქარი“ ვირუსისგან. თავიდან ნებისმიერი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ვაქცინას, მერე გაიაზრეს მისი აუცილებლობა.

გასულ სასწავლო წელს, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს პირბადეები არ ეკეთათ და ჩვენს სკოლაში „კოვიდ - აფეთქება“ სწორედ აქედან დაიწყო - ბევრი მასწავლებელი დაინფიცირდა და შესაბამსიად მიხვდნენ, რომ ამ ვირუსთან თამაში არ შეიძლება.

-თავად იყავით მაგალითი თანამშრომლებისთვის?

- მეც აცრილი ვარ, ოღონდ პირველი დოზით და ველდოები მეორე დოზას.

- წელს პირველკლასელთა რა რაოდენობას ელოდებით?

- სამ პარალელეს ვხსნით და ჯერ კიდევ გვაქვს ადგილები. ჩვენთან აზერბაიჯანელებიც  სწავლობენ და უშუალოდ 15 სექტემებრს მოდიან სკოლაში და გვიანი რეგისტრაცია გვიწევს. ზოგადად, არაქართულ სექტორს დროული  რეგისტრაციის გავლა უჭირს, მათ იციან, როცა სკოლა დაიწყება უნდა მოვიდნენ. ხშირად გვქონია პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა და  5-6  ბავშვი სწავლის დაწყების მერე დაგვირეგისტრირებია.

- რამდენად რთული იქნება დაწყებითი საფეხურისთვის დისტანციური სწავლება?

- პირველკლასელებზე განვიცდი ძალიან, რადგან გამოცდილება არ აქვთ. მეორე და უფრო მაღალ კალსელებს მაინც ჰქონდათ შეხება სკოლასთან და მათთან არ მგონია პრობლემა იყოს. დაწყებით საფეხურზე დისტანცირუი სწავლება კარგია იმ მხრივ, რომ მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე ყველა ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და ერთობით უკეთეს შედეგზე გადიან. ეს ურთიერთობა მერეც შეიძლება ასე გაგრძელდეს და უფრო აქტიურად იყვნენ მშობლები ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

ხშირად მეფიქრება პირველკლასელებზე, იქნებ იყოს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ ეს ბავშვები მოვიყვანოთ სკოლაში, რადაგნ გაიცნონ თანაკლასელები, მასწავლებლები და აღქმადი იყოს მათთვის სკოლა. ის პირველი დღე და ემოციაა პატარებისთვის მნიშვნელოვანი.

- ის პრობლემები, რაც გასულ სასწავლო წელს იყო ონალინ-სწავლებასთან დაკავშირებით, წელსაც იქნება?

- შარშან იყო პრობლემები, რადგან სწავლების ეს ფორმა ჩვენთვის საკმაოდ უცხო გახლდათ. ახლა იმდენად გათვიცნობიერებულები არიან პედაგოგები და ბავშვებიც, არ მგონია რაიმე გართულება იყოს ამ მხრივ. თუმცა, არ დავმალავ, დისტანციური სწავლება გარკვეულ პრობლემებს მაინც ქმნის და პირისპირ სწავლებას საკლასო ოთახებში, სასკოლო გარემოში სულ სხვა ხიბლი და შედეგი აქვს, მაგრამ როცა ეპიდემიის დროს გვიწევს ცხოვრება უნდა შევეგუოთ ამ ფორმას.

როცა ონლაინ-სწავლება დავიწყეთ, თავიდან იყო ტექნიკური პრობლემები, როგორც ბავშვებში, ასევე მასწავლებლებში, მაგრამ დღეს ეს საკითხები მოგვარებულია.  ბავშვებიც და მასწავლებლებიც მიეჩვივენ კომპიუტერით ურთიერთობას, უკვე ელექტრონული ჟურნალი აქვთ მასწავლებელბს, რომლის ფორმატიც დღითიდღე დაიხვეწა, ვფიქრობ, მოქნილი გაკვეთილების ცხრილის საშუალებით არ გაუჭირდებათ ამ დისტანციური ფორმატით სწავლება. მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დავდგებით, რა თქმა უნდა, უპირატესობას სასკოლო სივრცეს მივანიჭებთ.

-ელექტრონული ჟურნალი ახსენეთ და გაქვთ სკოლაში საკმარისი კომპიუტერი მასწავლებლებმა, რომ შეუფერხებლად იმუშაონ?

- დიახ, გვაქვს. ცოტა ხნის უკან განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა ნოუთბუქები, რომლებიც საკლასო ოთახებში დაიდგმება და ელექტრნულ ჟურნალზე მუშაობის არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. წელს თუ საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება, ყველა მათგანში იქნება განთავსებული კომპიუტერი. ჩვენთან ყველა საგანს თავისი კაბინეტი აქვს და თითოეულ მათგანი აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით.

- გასული წელი რამდენად რთული იყო პედაგოგებისთვის?

- მასწავლებლები თავიდან ხუმრობდნენ ხოლმე, ოჯახები დაგვენგრევა, დრო აღარ გვრჩებაო. სულ გაკვეთილები, შეხვედრები, ტრენინგები და სემინარები ჰქონდათ, საღამოს 9 საათამდე იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულები. მერე მიეჩვივნენ და აღარ დაუწუწუნიათ. ჩვენთან თათბირებიც ელექტრონული ფორმით ტარდება, როცა დისტანციური სწავლების გამო სკოლაში მისვლას ვერ ვახერხებთ.

-რამდენად შესაძლებელია მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის პრაქტიკაში დანერგვა?

- ყველა სიახლეს სირთულე ახლავს. არსებულ მოდელს ბევრი რამ ძალიან საინტერესო და მისაღები აქვს. თავიდან ვთვლი, ყველა სიახლე შეიძლება პატარა პრობლემისკენ მაინც წავიდეს და ვნახოთ, რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს შედეგებს. ჩვენ ცდას და მონდომებას არ ვაკლებთ. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის. რაღაცები მოგვწონს, რაღაცაზე ვმსჯელობთ, ეს ყველაფერი დაკორექტირდბა და ერთიან სახეს მიიღებს.

- როგორი განწყობა აქვთ მასწავლებლებს აღნიშნული მოდელის მიმართ და ხომ არ აღემატება ეს ყოველივე მათ შესაძლებლობებს?

-  პოზიტიური განწყობა აქვთ. ჩემი სკოლის მაგალითით ვიტყვი, რომ არ უჭირთ. მოსწონთ სწავლების ეს ფორმა. ჩემს მასწავლებებს არ გასჭირვებიათ, ძირითადად ახალგაზრდა კადრი გვყავს და ენთუზიაზმით არიან.

- სასკოლო კულტურაზე როგორ აისახა ამ მოდელში ჩართულობა?

- ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია ეს ყველაფერი და რთულია დასკვნების გამოტანა, ალბათ მომავლ წელს უკვე გარკვეულ შედეგებს დავდებთ ყველა მიმართულებით.

- პედაგოგთა გამოცდები დასრულდა, რა შედეგები აქვთ თქვენს მასწავლებელბს, თუ, რა თქმა უნდა, გამოცდაზე იყვნენ გასულები?

- ჩვენ პრაქტიკოსი პედაგოგი აღარ გვყავს, ყველა სერთიფიცირებულია -  უფროსის ან წამყავნის სტატუსი აქვთ.

- მათ, რომ არ მიეცათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა, გული დაწყდათ?

- ალბათ იყო გულისწყვეტაც. სექტემებრში შევხვდებით ერთმანეთს და ვნახოთ რას იტყვიან.

- სოცმუშაკების აუცილებლობას რამდენად ხედავთ სკოლებში?

- ჩვენს სკოლაში ჯერ არ შემოსულან. წინასწარ საუაბრი რთულია, ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა. ყველა დეტალს დიდი მნშვნელობა აქვს ხოლმე, შეიძლება პროექტი ძალიან კარგი იყოს, მაგრამ პირვნებაზეც ბევრია დამოკდიებული: როგორი შემსრულებელია საკუთარი საქმის, როგორი ურთიერთობა და თანამშრომლობის როგორ ფორმებ გამონახავს სკოლასთან, კოლექტივთან, მოსწავლეებთან.

- თქვენზეც, რომ გვიამობთ, რა იყო დირექტორობამდე?

- ადრე სკოლებში პიონერთა ხელმძღვანელები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი. მერე მასწავლებელი გავხდი - ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი, შემდეგ დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და 2007  წლიდან დირექტორი ვარ.

-დღესაც გაქვთ საგაკვეთილო საათები?

- სამწუხაროდ აღარ მაქვს,  ვეღარ ვახერხებ დროის დეფიციტიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

- და, დირექტორობა რატომ გადაწვიტეთ?

_ სკოლის სიყვარულმა, სიახლეებისკენ სწრაფვამ და კიდევ ბევრმა რამემ გადამაწყვეტინა; მათ შორის, საკუთარი თავის გამოცდა და შესაძლებლოების დანახვა მინდოდა - რა შედეგს დავდებდი.  

- როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი?

- ბავშვები უნდა უყვარდეს ძლაიან და მათი თავლით უყურებდე სამყაროს; როგორი ურთიერთობები და სკოლა სურთ მათ, რადგან ესაა პატარების სამყარო, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ.

ვერ წარმომდიგენია ბავშვს, როგორ უნდა გაუბრაზე. რაც არ უნდა დააშაონ, სულ ვცდილობ ხოლმე თვალებში არ ვუყურო როცა ვბრაზობ, მეშინია მათ ონავრობაზე არ გამეღიმოს, ძალიან საყვარლები არიან.

- როგორი დირექტორი ჰყავს N127 საჯარო სკოლას?

- ბავშვებმა იციან უსამართლობა არ მიყვარს და თუ მასწავლებელთან კონფლიქტი მოუვათ ამბობენ ხოლმე: დირექტორთან შევალ. მინდა,  მათ ჩემი სახით ყოველთვის დამცველი, ერთგული მეგობარი და მრჩეველი ჰყავდეთ. ასევე ერიდებათ მათ ცუღლუტობაზე ამბავი არ მომივიდეს......

 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება