სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო სწავლის დისტანციურად დასაწყებად ემზადება?
25-08-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლის დისტანციურად დასაწყებად ემზადება. მთელი საქართველოს მასშტაბით დირექტორებს მოსწავლეთა ტექნიკურ საშუალებებსა და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციის მოძიება დაევალათ. სამინისტრო, ძირითადად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეებით დაინტერესდა.

დამრიგებლებმა დირექტორს უნდა აცნობონ:

  • კლასში რამდენ მოსწავლეს არ მიუწვდება ხელი ტექნიკურ მოწყობილობაზე (მათ შორის ტელეფონე) დისტანციური სწავლებისთვის, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 100001-ზე დაბალია,
  • რამდენ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე დისტანციური სწავლებისთვის, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 100001-ზე დაბალია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, რომ არ გამორიცხავს სასწავლო წლის დისტანციურად დაწყებას და ეს დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„არ გამოვრიცხავთ დისტანციურ სწავლებას დამოკიდებული ვართ ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე, ამისთვის მზად ვართ და იცით, რომ ყველანაირი რესურსი მომზადებულია ზოგადი განათლების საფეხურზე“, - განაცხადა მიცკევიჩმა და აღნიშნა, რომ ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით სამინისტროს მხრიდან არის სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ბევრი გამოწვევა რჩება.

„ჩვენთვის თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა ასევე პედაგოგების და პროფესიული მასწავლებლებისა, უპირველესია და ჩვენ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ასევე:

სწავლის დისტანციურად დასაწყებად პედაგოგები მზად არიან, თუმცა სოფლის პირობებში ონლაინ-სწავლა რთულია - დირექტორები დისტანციური სწავლების შესახებ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება