სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეთა მობილობის წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება ძალაშია
24-08-2021
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესში ცვლილება შევიდა, ბრძანება, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აწერს, უკვე ძალაშია. ცვლილების მიხედვით,  მოსწავლის ერთიდან სხვა სკოლაში გადასვლის გადაწყვეტილებას, მშობლის ან კანონიერი მეურვის განცხადების საფუძველზე, წყვეტს ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი. ეს პროცესი მიმდინარეობს ელექტრონულად; ხოლო თუ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლის სურვილს 50-ზე მეტი მოსწავლე გამოთქვამს, მიმღებმა სკოლამ უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. უფრო კონკრეტულად კი კანონში ეს პუნქტები შემდეგნაირადაა გაწერილი:

ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე“.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიღებული  შედეგების საფუძველზე, უარი უთხრას მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ  მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით,  ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას.

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  განცხადებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე  შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის  ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო  სისტემაში  განთავსებას/ატვირთვას. 

მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.

მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დადგინდება, რომ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის სურვილი მიმდინარე კალენდარული კვირის განმავლობაში გამოთქვა 50-მა ან მეტმა მოსწავლემ, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოსწავლეთა მობილობის განხორციელება, რისთვისაც წერილს თან უნდა დაურთოს მობილობის მსურველი მოსწავლეების სახელობითი სია (ელექტრონული სახით), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობა, რომლიდანაც გადადიან მოსწავლეები და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ ბრძანება, ასევე – მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსწავლეების მობილობას მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რის შემდეგაც მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გადაანაწილებს მოსწავლეებს შესაბამის კლასებში/პარალელებში“.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება