სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვემზადებით სასწავლო წლის დაწყებისთვის. ამიტომ დგას პედაგოგებისა და ბავშვების ვაქცინაციის საკითხი“
24-08-2021
-
+


12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ბავშვების ვაქცინაციისთვის საქართველო ჯანმო-ს რეკომენდაციას ელოდება და შესაძლოა, ეს სექტემბერ-ოქტომბერში მოხდეს, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განცხადა. 

მისი განმარტებით, ევროპის ყველა ქვეყანა უკვე აწარმოებს ვაქცინაციას 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში და ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს პროცესი ივნისში დაიწყო, უფრო მეტი ივლისის თვეში შეუერთდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ეს ქვეყანა ემზადება სასწავლო წლის დაწყებისთვის, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის და ამიტომ დგას საკითხი, როგორც პედაგოგების, ისე ბავშვების ვაქცინაციის.

„ასევე, ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩრდილოეთ ამერიკაში. კანადა და ამერიკა მსოფლიოში პირველი ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც ვაქცინაცია დაიწყეს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვინაიდან, სწორედ „ფაიზერის“ კვლევის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება ამ ორმა ქვეყანამ. ამ პროცესში მონაწილეობს იაპონია, ასე რომ ვფიქრობთ, ძალიან სწრაფად, ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ეპიდსიტუაცია რთულია და ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესის დაწყებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ამ ნაბიჯს გადადგამს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებას, ჩვენ, პირველ რიგში, ველოდებით ჯანმო-ს რეკომენდაციას, ვინაიდან ორგანიზაცია დღეისთვის განიხილავს ვაქცინაციის მცირე ასაკს, ეს არის 16 წელი. საქართველომ ეს ნაბიჯი გადადგა, რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ ვაქცინაცია 16-დან 18-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში „ფაიზერის“ ვაქცინით. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. თუ იქნება ჯანმო-ს რეკომენდაცია და ვფიქრობთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში შესაძლებელია ამ მხრივ უკვე იყოს გადადგმული პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ რეკომენდაციას, თუ არა, შემდეგ დადგება საკითხი და ამას, ალბათ განვიხილავთ ცალკე. ცალკე განვიხილავთ, როგორც იმუნიზაციის საბჭოზე, ისე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი საბჭოს წარუდგენს ამ დოკუმენტაციას, წარუდგენს იმ პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას, რაც მსოფლიოს ქვეყნებს აქვთ და შემდეგ, ალბათ, იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მოუმზადებლად ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 22 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - 25 პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სასკოლო ფორმების ფასი ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ბაზრის კვლევა თავიდან ჩატარდება

 

 

გამოცდებში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალებს NAEC ავრცელებს

მინისტრის მოადგილე სტიპენდიებთან დაკავშირებით ცვლილებებს აანონსებს - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლის დამრიგებლებისთვის - განაცხადის გასაკეთების ბოლო ვადა და დეტალები ცნობილია

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​პროექტის მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის შესახებ
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება